in ,

ტემზაზე მოტივტივე გიგანტური მაიმუნი – PG tips ჩაის რეკლამა

შავი ზღვის სანაპიროზე მცურავი ტიტას ხის შემდეგ ამ რეკლამამ ჩვენ როგორ უნდა გაგვაკვირვოს, თუმცა, საინტერესოა, როგორ იქცა ის ლონდონელების ინსპირაციის წყაროდ.

ერთ მშვენიერ დღეს ლონდონელებს ტემზაზე საინტერესო სიახლე დახვდათ. 110 000-ზე მეტი მწვანე ჩაის ფოთლისგან აწყობილი მაიმუნი ბორანზე იჯდა და PG tips-ის ჩაის ჭიქით იწონებდა თავს. ამ ორიგინალურმა სანახაობამ ლონდონელები ყოველდღიურ რუტინას რამდენიმე წუთით მოწყვიტა, ზოგს კი ინგლისელებისთვის საამაყო სასმელის დალევაც შეახსენა. ტემზაზე ასეთი უწყინარი და “ნატურალური” რეკლამის გაშვება საკმაოდ მომგებიანი მარკეტინგული სვლა აღმოჩნდა. მოტივტივე მაიმუნს ლამის ყველამ გადაუღო ფოტო და თავის პირად გვერდზე ატვირთა, შესაბამისად, ჩაის რეკლამა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. 

შეგახსენებთ, რომ MyMaika.ge–ს კრეატიულმა მაისურმა, რომლის ინსპირაციასაც ცნობილი ტიტას ხე წარმოადგენს, რამდენიმე თვის წინ დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ჩანს, “მცურავი რეკლამის” საკითხში საქართველო უნებლიე ნოვატორია.

 

ახლად დაფქვილ Cafe Pele-ს შეფუთვაზე უკვე დილის გაზეთის წაკითხვაცაა შესაძლებელი

როგორ ვთხოვოთ ხელი ბიჭს?! – იხილეთ Dove-ს ახალ რეკლამაში