in

ელექტრონული შესყიდვების პორტალი Tenders.ge განახლდა

„საქართველოში ელექტრონული შესყიდვების ლიდერი კომპანია Tenders.ge, მომხმარებელს, განახლებულ ვებგვერდს სთავაზობს. დამატებითი ფუნქციონალისა და განახლებული დიზაინის მეშვეობით, კიდევ უფრო მარტივდება სისტემასთან მუშაობა როგორც შემსყიდველის, ისე მომწოდებელი კომპანიისთვის.

ელექტრონული შესყიდვების სისტემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პანდემიის პირობებში, როდესაც დისტანციურ რეჟიმში მომუშავე ორგანიზაციებისთვის შესყიდვების ერთიან, „ონლაინ“ სივრცეში მოქცევამ მნიშვნელოვნად გაამარტივა პროცედურული საკითხები“.

კომპანიის დამფუძნებლი კახაბერ კაპანაძე ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტს თავიდანვე წარმოადგენდა ქართულ რეალობაზე ადაპტირებული ელექტრონული შესყიდვების სისტემის შექმნა, რომელიც გაუმარტივებდა კომპანიებს შესყიდვების პროცედურებს. მისი თქმით, მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალის მქონე პროდუქტის შექმნის გზით კომპანია უპირობო ლიდერი გახდა კერძო სექტორში გამოცხადებული ტენდერების კუთხით.

„ელექტრონული შესყიდვების სისტემა საშუალებას იძლევა, მარტივად გამოაცხადოთ სხვადასხვა ტიპის ღია ან დახურული ტენდერები, მიაწოდოთ ინფორმაცია მიზნობრივ აუდიტორიას, მიიღოთ კონკურენტუნარიანი შეთავაზებები და ელექტრონული ტენდერების დახმარებით სრულად მართოთ თქვენი კომპანიის შესყიდვები, ტენდერის გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმების მომენტამდე. შესყიდვების სისტემაში ინტეგრირებული სხვადასხვა ტიპის აუქციონი კი დაგეხმარებათ საუკეთესო საფასო შეთავაზების მიღებაში“.

ვებგვერდი პირველად 2014 წელს გამოჩნდა ბაზარზე. დღესდღეობით საქართველოში Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების სისტემას იყენებს 400-ზე მეტი დიდი და საშუალო ზომის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

„Tenders.ge-ს მფლობელობაში არსებული მომწოდებელთა ბაზები საშუალებას იძლევა, გამოცხადებული ტენდერის შესახებ ინფორმაცია ზუსტად მიაწოდოთ მიზნობრივ აუდიტორიას, რაც უზრუნველყოფს შემსყიდველისთვის დიდი რაოდენობით შემოთავაზებების მიღებას.

შესყიდვების ელექტრონული სისტემა აგრეთვე ძალიან საინტერესოა მომწოდებლებისთვის, რადგან საშუალებას აძლევს მარტივად ჩაერთონ საქართველოში, კერძო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, მიაწოდონ საკუთარი შეთავაზებები შემსყიდველებს და გაზარდონ გაყიდვები.

 

[R]

ზურგჩანთა Google-ის ტექნოლოგიით – Konnect-i

„ავერსმა“ მედიკამენტები კიდევ უფრო გააიაფა