in

„ტენეს“ ეკომეგობრულ აქციაში გამარჯვებულმა ელექტრო სკუტერი მიიღო

კომპანია „ტენე“ მორიგი ეკომეგობრული აქციის ინიციატორი და ავტორი გახდა, რომელსაც გარემოს ზრუნვასთან ერთად, პირადი სარგებელიც მოაქვს მომხმარებლებისთვის. ამჟამად პროექტის საწყის ეტაპს პლასტმასას შეგროვება და მისი სპეციალურ „ტენე ქოინებში“ გადაცვლა წარმოადგენდა — შედეგად, ამ ქოინების ავტორს ელექტრო სკუტერის მიღება შეეძლო.

პრინციპი მარტივი ფორმულის სახით რომ წარმოგიდგინოთ, ასეთ რამეს მივიღებთ: 400 კგ პლასტმასა = 100 ტენე ქოინს = 1 ელ. სკუტერს. აქვე სხვა სიტყვებით, 100 ტენე ქოინი 3000-ლარიანი ელექტრო სკუტერის ტოლფასია და მის მისაღებად რაიმე თანხის დამატება არ იყო საჭირო.

ცხადია, აქცია ყოველმხრივ ეკომეგობრულია — არა მხოლოდ პლასტმასას შეგროვების თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ეს სკუტერი სრულად ელექტროა. ტენეს ელექტრო სკუტერის, რომელსაც მართვის მოწმობა არ სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ია; ძრავის სიმძლავრე კი 1000 ვატს აღწევს.

იქიდან გამომდინარე, რომ აქცია პირველობის პრინციპს ითვალისწინებდა — ანუ ეკო სკუტერი მას შეხვდებოდა, ვინც პირველი შეაგროვებდა 100 ტენე ქოინს, გამარჯვებული უკვე გამოვლინდა:

#ტენექართულად

#იზრუნეგარემოზე

ოპელი საქართველოში ახალი ენერგიით ბრუნდება!

თბილისი მარიოტისა და თბილისი ჰილსის „ჯანსაღი ღონისძიებების“ სერია