in

„ტენე” პლასტმასის ნარჩენებს უკვე ბათუმშიც ჩაიბარებს

პლასტმასის გამოყენების სტატისტიკით, თბილისის შემდეგ ბათუმია ის ქალაქი, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება ზაფხულში, როცა აჭარის რეგიონს ბევრი დამსვენებელი სტუმრობს. „ტენემ“, რომელიც USB კაბელების ქართულ, ეკომეგობრულ ბრენდს წარმოადგენს, გადაწყვიტა, ნარჩენები ბათუმშიც ჩაებარებინა, რასაც წინ რამდენიმე აქტივობა უძღოდა.

პირველ რიგში, ტენეს გუნდმა დაასუფთავა ბათუმის სანაპირო და იქვე, ბულვარში გამართა საჩუქრების აქცია, რომლის ფარგლებშიც პლასტმასის ბოთლების სანაცვლოდ უამრავი USB კაბელი გათამაშდა. ახლა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს მოგროვებული ნარჩენები და გადაცვალოს ისინი. ამისთვის აუცილებელია მისწეროთ ტენეს გვერდს, საიდანაც გადამისამართდებით კომპანიის წარმომადგენელთან ბათუმში.

აქედან გამომდინარე, თუ ბათუმელი ხართ ან შვებულებას ამ ქალაქში ატარებთ, შეგიძლიათ ეს პერიოდი გარემოზე ზრუნვაში, სარგებლის ფასად გაატაროთ.

ცუდ ხასიათზე ყოფნისას ღიმილი გაგაბედნიერებთ?!

ad-block-ის გამოყენების საწინააღმდეგოდ, YouTube უკუმთვლელ ტაიმერს ცდის