in

„ჯინვენტორი“ მომხმარებელს, პლასტმასას ბოთლების სანაცვლოდ, „ტენეს“ ეკომეგობრულ USB კაბელს აჩუქებს

პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, „ჯინვენტორმა“ კამპანია დაიწყო – მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასას ბოთლებს და მათთან ჩააბარებს, საჩუქრად, „ტენეს“ ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს.

იმისათვის, რომ აქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა და რაც შეიძლება მეტი მოხალისე  ჩაგვერთო, გადავწყვიტეთ, სამ კალათად  დაგვეყო – პირველი 500 კაბელი მხოლოდ პლასტმასას ბოთლის 50 თავსახურის სანაცვლოდ გადავეცით მომხმარებელს. მომდევნო კალათის 500 კაბელის მისაღებად, 100 თავსახური უნდა მოეტანათ. 2 თვეში, 90 000- მდე თავსახური შევაგროვეთ, აქციაში 1000-ზე მეტი გარემოს მცველი ჩაერთო. ეს ძალიან კარგი შედეგია. ბევრი თავსახური მიწიანი მოიტანეს მოხალისეებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სკვერებიდან, ბაღებიდან და ეზოებიდან ამოთხარეს. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც მოვახერხეთ გარემოზე ხელშესახები ზემოქმედების მოხდენა“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, 1-ლი ივნისიდან, კამპანიის მესამე ეტაპი იწყება – 1 ეკოკაბელის მისაღებად, მოხალისეებმა, პლასტმასას 100 ბოთლი და 100 თავსახური უნდა შეაგროვონ.

ეს ინიციატივა არც დიდი კომპანიების ყურადღების მიღმა დარჩენილა და „საქართველოს ბანკმა“, სოციალური საწარმო „ტენეს“ პლასტმასას გადასამუშავებელი ხაზის გადასაიარაღებლად, 50 000-ლარიანი გრანტი გამოუყო.

[R]

მაკდონალდსმა McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შემოწირულობა “უსინათლოთა ხმას” გადასცა

უფრო ცხელი, უფრო წვნიანი, უფრო გემრიელი – მაკდონალდსის განახლებული კლასიკა