15
Mar
2019

მსოფლიოში პირველი რობოტი, რომელიც გასაუბრებას ატარებს

15 Mar 2019

veon
veon


ტენგაი მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელსაც გასაუბრების ჩატარება შეუძლია. ის შვედეთში შექმნეს და ჯერჯერობით, მხოლოდ შვედურად საუბრობს, თუმცა, ინგლისურადაც მალე ალაპარაკდება.

BBC-ის ცნობით, ამა თუ იმ ვაკანტური პოზიციის დაკავების მოტივით გასაუბრებაზე მისულს 41 სანტიმეტრის სიმაღლისა და 3.5 კილოგრამი წონის ტენგაი მაგიდაზე დაგხვდებათ. ასე ჩაატარებს ინტერვიუს, დაგისვამთ კითხვებს და გამომცდელად შემოგხედავთ თვალებში.

 

შვედეთში, სამუშაოს მაძიებელთა 73% ამბობს, რომ პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან, გასაუბრებისას, დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. მიზეზად კი სქესს, ეთნიკურობას, ასაკს ან სექსუალურ ორიენტაციას ასახელებენ. ტენგაის შემქმნელები გასაუბრების პროცესში მსგავსი ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული უსიამოვნებისა და დისკრიმინაციის არიდებას ცდილობენ.

რობოტი რამდენიმე სტარტაპისა და შვედეთის უმსხვილესი რეკრუტინგული კომპანია TNG-ის კოლაბორაციით შეიქმნა. ტენგაის გასული წლის ოქტომბრიდან ტესტავენ. მასთან სალაპარაკოდ მიკროფონის მორგებაა საჭირო. ხოლო გასაუბრებისას მისი პირველი კითხვაა: „აქამდე თუ ყოფილხართ რობოტთან გასაუბრებაზე?“

განხილვა