in

#მევქმნიალიანსს – პრაქტიკული ცოდნა, როგორც უდიდესი აქტივი და თენგიზ ბერიძის გზა „ალიანს ჯგუფში“

ბავშვობიდან, ჩემი საყვარელი საგანი მათემატიკა გახლდათ. ეს იყო მიმართულება, რომელსაც უდიდესი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ვსწავლობდი. შესაბამისად, როცა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე დავდექი, ბევრი არ მიფიქრია. დღეს, ფინანსები და საბანკო საქმე ჩემი მთავარი კარიერული მიმართულებაა. ის მიბიძგებს უწყვეტად ვიმუშაო საკუთარი თავის განვითარებასა და ზრდაზე.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დროულად გამოყენების გარეშე არაფერია. უნივერსიტეტის პირველი კურსიდან, სტუდენტის მონდომებითა და სისხარტით შევუდექი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობას. სწავლისა და სამსახურის შეთავსება მარტივი არ იყო, თუმცა სწორედ ამ გამოწვევამ მომცა ზრდის უდიდესი შესაძლებლობა. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე დაგროვილმა ცოდნამ და იმ პერიოდში მიღებულმა სამუშაო გამოცდილებამ, კარგად დამანახა, თუ რა უნდა მესწავლა დამატებით, რა ახალი უნარები უნდა შემეძინა შემდგომი განვითარებისთვის. სწორედ ამ პერიოდში გავიარე საბუღალტრო კურსები და მივხვდი, საბუღალტროსაფინანსო სფერო ბევრად საინტერესო და მიმზიდველი იყო ჩემთვის.

კურსების დასრულებისთანავე, ახალი ცოდნითა და არჩეული მიმართულებით, სამედიცინო კლინიკამედინას“ ბუღალტრად დავიწყე მუშაობა. ეს საკმაოდ სპეციფიკური სექტორია. 7 წლის განმავლობაში, „მედინას“ გუნდთან ერთად, კლინიკაში უამრავი პოზიტიური ცვლილებები დავძარით, გავამარტივეთ და გავაუმჯობესეთ პროცესები. შესაბამისად, ეს სფეროც სრულად ამოვწურე და სულ სხვა კუთხით განვითარებაზე ვფოკუსირდი.

სამშენებლოდეველოპერულ სექტორში დასაქმება ჩემი წინსვლისა და ახალი შესაძლებლობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლდათ. „ალიანსში“ გასაუბრებაზე მისვლამდე, კარგად მქონდა გააზრებული, რა მასშტაბის კომპანიაში მივდიოდი. ვიცოდი, შერჩევის პროცესიც არ იქნებოდა მარტივი. რამდენიმეეტაპიანი გასაუბრებისას, კომპანიამ ძალიან ზუსტად დაინახა ჩემი მისწრაფება ახალი ცოდნის მიღებისკენ, რის შემდგომაც მალევე დავდექი ახალი გამოწვევების წინაშე და მთელი შემართებით შევუდექი საქმეს.

ამ სექტორში მაინც ახალბედა ვიყავი. თავდაპირველად, გავეცანი მშენებლობის სპეციფიკას, ეტაპებს, ყველა მცირე დეტალს, რათა საქმე სფეროს სიღრმისეული ცოდნით წარმემართა. თანდათან, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების პარალელურად, მკაფიოდ ჩამოყალიბდა ჩემი ფუნქციამოვალეობებიც, რითაც გამორჩეულად საინტერესო და მასშტაბური პროცესების ნაწილი გავხდი.

გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, კოლაბორაციული შიდა კულტურა, ზრდისა და პროგრესირების უამრავი შესაძლებლობაეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რატომაც ვარ დღემდეალიანსის“ გუნდის წევრი. ჩემი ხედვით, როცა გუნდს ერთი მიზანი აერთიანებს, წარმატება გარდაუვალია. შესაბამისად, ჩემი და გუნდის თითოეული წევრის წარმატება კომპანიის წარმატებაცაა და პირიქით. დღეს, „ალიანსის“ უფროსი ბუღალტერი ვარ, რაც მაძლევს საშუალებას, ვიამაყო კომპანიის თითოეულ წარმატებულ პროექტსა თუ გადაწყვეტილებაში ჩემ მიერ შეტანილი მცირედი წვლილით.

თენგიზ ბერიძე – „ალიანს ჯგუფის“ უფროსი ბუღალტერი

„გადადი ლინკზე და გახდი მილიონერი“ — რა უნდა ვიცოდეთ ფიშინგის მეთოდების შესახებ

Accor ჯგუფი საქართველოში საქმიანობას აფართოებს და თბილისში „იბისის“ ახალი სასტუმროს მშენებლობას იწყებს