in

ყველაფერი საფუძვლიდან იწყება * წინასაახალწლოდ წასაკითხი პოსტი

ვიცი, ამ ბანალური ფრაზის მოსმენა ნებისმიერი საშუალო დონის ტრენინგზე ან ლექციზე შეგიძლიათ!

საერთოდ მალე ახალი წელია,  ყველა ვაშეარებთ ფრენკ სინატრებს, მერაი ქერიებს, პოტენციურ და არსებულ თოვლის ბაბუებს Facebook -ზე  ვთხოვთ ძვირადღირებულ საჩუქრებს თუ უბრალოდ მეტ ყურაღებას. 

მონადირე ძაღლებივით  დავრბივართ სუპერ-გუდვილ-კარფურ-დანიურში,განსაკუთრებული შეთავაზების ძიებაში.

ვეკონტაქტებით  სხვადასხანაირი -ერთნაირი საახალწლო კალათების მომწოდებლებს და ტვინს ვიჭყლიტავთ, როგორი ღვინო/ ნაძვისხის სათამაშო და 500 კალორიანი შოკოლადი მოეწონებათ ჟურნალისტებს, პარტნიორებს,  მომწოდებლებს დამფუძნებლებს.

მე კიდევ ამ ძვირფას დროს რაღაც სულელური სტრატეგიების შესახებ ფიქრში გაკარგვინებთ : უკაცრავად  🙂

საუბრები იმასთან დაკავშირებით რომ სანამ ცურვას დავიწყებთ, კარგი იქნება თუ მდინარეს ფსკერს მოვუსინჯავთ, ასჯერ გავჭრით და ერთხელ გავზომავთ, ჩემნაირი ”ბოტანიკი ” სტუდენტისთვისაც კი მთქნარების  და ძილის სურვილის მეტს არაფერს იწვევდა.

თუმცა იმის შეხსენება  რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საფუძველი ანუ სტრატეგიული დაგეგმარება ჩემთვის  ” სველი თმით გარეთ არ გახვიდე” ფრაზასავით არის, ვიცით რომ ვიღაცეებს მენინგიტი ემართებათ, თუმცა ისიც ვიცით რომ ჩვენ ეს არ  გვემუქრება.

Teona Bagdavadze8 წლიანი მუშაობის შედეგად, მივხვდი რომ  ხშირ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობა  ამ სფეროსთან მეტ- ნაკლებად დაკავშირებულ ადამიანებს ჟურნალისტიკის მუტაცია ან მარკეტინგის დანამატი გონიათ.

როგორც აღმოჩნდა ეს მცდარი შეხედულება არამხოლოდ ჩვენთან არის აქტუალური, ამ თემას ამერიკის ფიარ ასოციაციის ყოველთვიურმა ჟურნალმა ნოემბერში  მთავარი გვერდები დაუთმო, გამოკითხეს დამოუკიდებელი კონსულტანტები, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები,  კორპორაციული   კომუნიკაციის ხელმღვანელები,   თემას ფიარის და სტრატეგიული დაგეგმარება ქვია.

ამ სტატიაში მინდა რომ რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი და გამოსაყენებელი  მოსაზრებები გაგიზიაროთ  :

” როდესაც ვიწყებთ სტრატეგიულ დაგეგმარებას, პასუხს ვცემთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს?! რატომ ვდილობთ, რომ ჩვენი ნიუსი საღამოს გამოშვებებში მოხვდეს, ჩვენს ფეისბუქის პოსტს ყველაზე მეტი Share -ქონდეს, ან ჩვენი ახალი პროდუქტის შესახებ კონკრეტული  სამიზნე ჯგუფის ყველა წევრმა იცოდეს ?!

რა გავლენის მოპოვებას ვცდილობთ , რის ხარჯზე? ”  ” საზოგადოებასთან ურთიერთობა არის სტრატეგიული დისციპლინა, ხოლო სტრატეგიის გარეშე ის  უბრალოდ მომსახურების სფეროდ იქცევა ”

”თუ არ იცით, საით მიდიხართ, შეგიძლიათ ნებისიმერ გზას გაჰყვეთ.

ეს არის ჩემთვის სტრატეგიული კომუნიკაცია.  სტრატეგიული ნაწილის გარეშე ნებისმიერი თქვენი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად ან წარუმატებლად, თუმცა თქვენ ხელში არ გექნებათ შეფასების ერთიანი კრიტერიუმი . ”

” ჟურნალისტებთან ურთიერთობის, ფეისბუქის პოსტების, ტელეფონის გაუთავებელი ზარებში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება საით მივდივართ, სწორად შერჩეული სტრატეგიული კომუნიკაცია არის კომპასი რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ძირითად მიზანს დავშორდებთ ”

” ფიარი საბრძოლო სტრატეგიასავით არის, თუ თქვენ არ გაქვთ, თქვენი სფეროს ძირითადი რუქა ანუ სტრატეგიული ნაწილი, შეიძლება ჩაითვალოს რომ ერთი ბრძოლის მოგების შემთხვევაშიც კი მთლიანად ომს აუცილებლად  წააგებთ ”

” სტრატეგიული კომუნიკაცია არ არის უბრალოდ კარგი იდეა, ეს არის ბიზნეს იმპერატივი. წესების მბრძანებელი სხვა და სხვა სამიზნე აუდიტორიისათვის.”

ეს და ბევრი სხვა საინტერესო ფრაზა მაძლევს სტიმულს რომ, საახალწლო საჩუქრების შეფუთვის, ადრესატების მოძიების,  ღვინო – შამპანიურის არჩევის, პროექტების სპონსორების, საახალწლო  ღონისძიებების ორგანიზებაზე წინ დავაყენო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა  :  რა არის კომპანიის სტრატეგიული მიზნები და ამოცანა  ? სხვაგან ხომ არ მივდიოდით და გზა ხომ არ აგვერია ? !

ბოლოს და ბოლოს საახალწლო საჩუქრებს თოვლის ბაბუა და ელფებიც მშვენივრად   მიხედავენ 🙂

Beeline santa Teona bagdavadze article in marketer.ge

ავტორი: თეონა ბაღდავაძე

* მასალები მომზადებულია PRSA NOV 2012  – მიხედვით

როგორ დავწეროთ პრეს-რელიზი ?

ანა ტრაპაიძე – ალდაგი ბისიაი