in

თექაზე მომუშავე არტისტის 90-იანებით შთაგონებული ნამუშევრები

ემი კოლსლოუ ხელსაქმემ 2017 წელს გაიტაცა, როდესაც ვანკუვერში მოგზაურობდა. აქ ის თექის ოსტატს შეხვდა და მისი ნამუშევრებით გაოცებული დარჩა. აქვე გადაწყვიტა, რომ თვითონაც ეცადა ამ საქმისთვის ხელის მოკიდება.

სახლში დაბრუნების შემდეგ ის YouTube-ის გაკვეთილებს ჩაუჯდა, ჩაატარა ექსპერიმენტები სხვადასხვა ზომის ნემსებითა და ბოჭკოებით, სანამ არ აღმოაჩინა, რომელი იყო მისთვის საუკეთესო. თავდაპირველად ნამუშევრების კეთება თავისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის დაიწყო. პანდემიის ლოქდაუნის დროს კი, როცა აღარც სამსახურში დადიოდა და ბევრი დრო გამოუჩნდა, სრული სერიოზულობით დაიწყო თექაზე მუშაობა.

ემის ნამუშევრებზე დიდ გავლენას ახდენს მისი ბავშვობის გამოცდილება. ის 90-იანებში გაიზარდა და განსაკუთრებული სიყვარული აქვს ამ ეპოქის მიმართ. მან შთაგონება ისეთ პერსონაჟებში იპოვა, როგორიცაა მისტერ ბლობი, ბარნი და ტელეღიპუცები. გარდა ამისა, ის არის მხატვარ მარკ რაიდენის დიდი გულშემატკივარი, რომლის შემოქმედებამაც ასევე იმოქმედა თავად ემის შემოქმედებაზე.

ღვინო ქაღალდის კოლოფში — Dos de Set

პირველი ციფრული შრიფტი კომპიუტერისთვის არ შექმნილა!