in

Google-ის და ნაიკის ერთობლივი ციფრული პროექტი

BOG
BOG

პროექტი  Art, Copy & Code გუგლმა ნაიკთან ერთად 2013 წელს წამოიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინოვაციური კამპანია  Phenomenal Shot, რომლის პარტნიორობის სურვილი Wieden+Kennedy, Grow, Mindshare Portland  და Goo-მ გამოთქვეს.

სულ ცოტა ხანში Phenomenal Shot-ი გლობალურ ინიციატივად იქცა. ფეხბურთის ფანატებს საშუალება მიეცათ ყველაზე გადამწყვეტი მომენტების თანამონაწილენი გამხდარიყვნენ.

კამპანიის საფუძვლად ორი საკვანძო ტექნოლოგიური სიახლე გახდა: სარეკლამო რგოლები რეალურ დროში და 3D ეფექტები. ინტერნეტში საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის დროს, კონკრეტულ მომენტებთან დაკავშირებული რეკლამები ჩნდებოდა. კამპანიამ სმარტფონების და სენსორული ეკრანების უპირატესობა გამოიყენა და დამატებითი ფუნქციები ჩართო. რეკლამის დროს შეგეძლოთ სპორტსმენის თავზე გადაგეფრინათ და გამოსახულება 3D განზომილებაში გენახათ. საუკეთესო მემენტებს თქვენ თვითონ შერჩეული სახელი დაგერქმიათ და ყველა ნაცნობ სოციალურ ქსელში გაგეზიარებინათ.

გუგლის მონაცემებმა აჩვენა, რომ ფეხბურთს ფანატები სულ სხვაგვარად ადევნებდნენ თვალყურს. თუ მობილურ აპლიკაციებზე მხოლოდ 18% ფიქსირდებოდა ეს რიცხვი 63% მდე გაიზარდა.

http://youtu.be/wyDSubnQd28

http://youtu.be/QRQs1u6UR3I

http://youtu.be/1C7batG6Y5s

ნამდვილი საოცრება! ვისკის ძალიან გულწრფელი და ემოციური რეკლამა

“არ ღირს სელფი სიცოცხლის ფასად” – საინფორმაციო კამპანია