in

„ტერაბანკის“ ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

„ტერაბანკის“ საკომუნიკაციო კამპანია „ტერა ბოტინი“ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე White Square 2020 ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან ჯილდო მედიის კატეგორიაში – „ინფლუენსერ კამპანიაში“ მიიღო.

White Square აღმოსავლეთ ევროპის საკომუნიკაციო ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია. „ტერაბანკის“ ბოტისთვის ეს პირველი საერთაშორისო აღიარებაა.

ტერა ბოტინის კამპანიით „ტერაბანკმა“, გასულ წელს, პირველი ინოვაციური, ინფლუენსერი ბოტი წარადგინა. ის მომხმარებლებს ბანკის სერვისებისა თუ ოპერაციების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაში ეხმარებოდა“.

საკომუნიკაციო კამპანიის იდეა და აღსრულება კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ ეკუთვნის – „ტერაბანკის“ ბოტი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, როგორც ინფლუენსერი ახალგაზრდა ქალი – ტერა ბოტინი. მას წარმატებული ფინანსური კარიერა ქონდა, ფლობდა პრესტიჟულ ჯილდოს, უძღვებოდა პერსონალურ ბლოგს, პოპულარიზაციას უწევდა ცხოვრების ჯანსაღ წესს, კარგად ერკვეოდა ხელოვნებასა და მოდაში, იცავდა ქალთა უფლებებს, აპროტესტებდა ოკუპაციას, აუდიტორიას საკუთარ ცოდნას უზიარებდა და მას ფინანსების უკეთ მართვაშიც ეხმარებოდა.

ამ ძალიან ეფექტურმა კამპანიამ, სოციალურ ქსელებში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ტერა ბოტინს უამრავი ადამიანი ესაუბრებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის რეალური არ იყო“.

ტერა ბოტინი, ბევრისთვის, მარტო ფინანსური მრჩეველი კი არა, მეგობარიც გახდა. სჯეროდათ, რომ ის წარმატებული ქართველი გოგო იყო, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა. ეკითხებოდნენ რჩევებს, სთხოვდნენ დახმარებას, იწვევდნენ გადაცემებში და სთავაზობდნენ სამსახურს. საბოლოოდ, სიმართლე ყველას თავად ტერა ბოტინმა ამცნო.

როდესაც „ლივინგსტონმა“ კამპანიის იდეა შემოგვთავაზა მის დეტალებზე, ფორმასა და შინაარსზე ბევრს ვმსჯელობდით. ცოტას ვღელავდით კიდეც, რადგან არ ვიცოდით, საზოგადოება ტერა ბოტინის პერსონაჟს როგორ მიიღებდა. საბოლოოდ, მაინც „ლივინგსტონის“ კონცეფციას გავყევით, რომელმაც ძალიან გაამართლა და დღეს ეს უკვე არა მარტო პროდუქტის პოპულარობამ, არამედ ამ საერთაშორისო აღიარებამ და ჯილდომაც დაადასტურა“, – იხსენებენ „ტერაბანკში“.

White Square 2020-ზე ქართულმა სარეკლამო სააგენტოებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენებს. ჯერ Sort List-ის 10 კატეგორიაში მოხვდნენ, საბოლოოდ კი  4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიგეს.

 

ICT კლასტერი – პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს

ერთი შეხედვით, ხომ კარგია? მაგრამ ძაღლის თავიც ზუსტად მანდ იმალება… – შოთა ჩინჩალაძის #აზრები