in

რას ნიშნავს #აწყობილიცხოვრება – ახალგაზრდა ქართველი მსახიობებისთვის

„მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, გვინდა, თუ არ გვინდა, სხვა ყველა კომპონენტთან ერთად, რომელიც ბედნიერებისთვის არის საჭირო, აუცილებელია მატერიალური უზრუნველყოფა“; „მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს ძალიან გვიჭირს, მაინც არ შევცვლიდი ჩემს პროფესიას“; „მსახიობისთვისაც ასეა, იდეალური შემთხვევაა, როცა უმართლებს და რომელიმე დიდი თეატრის დასში ხვდება, სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით და არ უწევს რამდენიმე ადგილას იმუშაოს, რათა აკეთოს ის, რაც ნამდვილად უყვარს და მისია“, – საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებენ ახალგაზრდა მსახიობები #აწყობილცხოვრებას და მათს კუთვნილ ბედნიერებაში მატერიალური უზრუნველყოფის წილი რამდენია.

BOG
BOG


ბახვა ბრეგვაძე: აწყობილი ცხოვრება ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, არის ძალიან კარგი რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლებში საინტერესო
როლები, მუდმივად კარგი პარტნიორები სცენასა თუ გადაღებებზე, მაყურებლის სიყვარული… ძალიან კარგი ქართველი თუ უცხოელი რეჟისორების მხატვრულ ფილმებში მონაწილეობა და კომფორტი გადასაღებ მოედანზე. კარგი ანაზღაურება ამ ყველაფერში და სტაჟის, გამოცდილებისა და დამსახურების მიხედვით, ანაზღაურების ეტაპობრივად ზრდა და ა.შ. მსახიობის პროფესიით, საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ იცხოვრებ. საბედნიეროდ, მე გამიმართლა, რომ სანამ ამ სფეროში აქტიურად ჩავერთვებოდი, სხვა პროფესიებშიც ვცადე ბედი და დიპლომებიც მოვაგროვე. თეატრში, ყველაზე მაღალი ანაზღაურებაც კი ძალიან ცოტაა, ამიტომ მსახიობები იძულებულები ხდებიან, ტელევიზიებში იმუშაონ ან სხვა, მათთვის უინტერესო საქმე აკეთონ და საბოლოოდ, უარის თქმა მოუწიოთ თავიანთ საყვარელ პროფესიაზე. აწყობილ ცხოვრებაში მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, გვინდა, თუ არ გვინდა, სხვა ყველა კომპონენტთან ერთად, რომელიც ბედნიერებისთვის არის საჭირო, აუცილებელია მატერიალური უზრუნველყოფა – ასეა მსახიობის შემთხვევაშიც – საინტერესო, მრავალფეროვან და აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასთან ერთად.

 


ზურა სულხანიშილი – ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება არის ჩემთვის აწყობილი ცხოვრება. როდესაც გაქვს პროფესია, როდესაც მუშაობ, როდესაც გყავს ოჯახი, ცოლ-შვილი და გაქვს საშუალება, იზრუნო მათზე, ესაა ჩემთვის აწყობილი და იდეალური ცხოვრება. მოგეხსენებათ, რა მატერიალური მდგომარეობაა ქართულ თეატრში, აქედან გამომდინარე, ამ პირობებში, რთულია, საკუთარ ცხოვრებას, მსახიობმა უწოდოს აწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს ძალიან გვიჭირს, მაინც არ შევცვლიდი ჩემს პროფესიას. რაც შეეხება იდეალურ ყოფას, ალბათ, ეს გვექნება მაშინ, როდესაც ხელოვნება და კულტურა ისე დაფასდება, როგორც უნდა ფასობდეს.

 

 


ქეთევან ოქუაშვილი: ნებისმიერი ადამიანი, როცა ამბობს სიტყვა „აწყობილს“, ალბათ, გულისხმობს მყარსა და დროში მდგრადს. მსახიობისთვისაც ასეა, იდეალური შემთხვევაა, როცა უმართლებს და რომელიმე დიდი თეატრის დასში ხვდება, სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით და არ უწევს რამდენიმე ადგილას იმუშაოს, რათა აკეთოს ის, რაც ნამდვილად უყვარს და მისია. . .  თუმცა აქ საქმე მხოლოდ ნიჭს არ შეეხება. უამრავი უნიჭიერესი მსახიობია დიდი თეატრის მიღმა დარჩენილი. ჩემმა პროფესიამ შეიძლება, ვერ მომცეს სათანადო შემოსავალი, ვერ მომცეს გარანტია, რომ ამ მარათონში ქანცგაწყვეტილი დოღის ცხენივით არ მომიწევს სირბილი, მაგრამ ვიცი, რომ დღეს, როცა მაქვს უდიდესი ბედნიერება, ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, როცა შემიძლია, 700 კაციან დარბაზში, თუნდაც ერთი მაყურებლისთვის მაინც ვითამაშო, რომელიც ყველა სიმბოლოს ამოიკითხავს და დაფიქრებული წავა, ჩემი შრომა ღირებულია.
შესაძლებლობა რომ მქონდეს, საქართველოდან გაქცეულ ჩემს მეგობრებს დავაბრუნებდი უკან, რომლებიც აქედან ნაკლები პერსპექტივისა და დაბალი ანაზღაურებების გამო გაიქცნენ და უცხოეთში იმკვიდრებენ თავს.
შემოქმედებითი ცხოვრება ყოველდღიურობაზე ფიქრის გარეშეც არის შესაძლებელი. ჩაერთე სესხების და ანაბრების გათამაშებაში და აიწყე ცხოვრება www.terabank.ge/ge/aitske-tskhovreba  #აწყობილიცხოვრება.ასევე ნახეთ, რას ნიშნავს #აწყობილიცხოვრება ქართველი მხატვრებისთვის

როგორ შეიძლება სამყარო შეიცვალოს ისე, რომ თეფშები აღარ დაგვჭირდეს?!

Samsung Anti-Tangle – შეიქმენი კომფორტი