in

„ტერაბანკის“ პლასტიკური ბარათით უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გადაიხდით 

ტერაბანკის“ პლასტიკურ ბარათებს ახალი ფუნქცია დაემატა. ამიერიდან, მათი მეშვეობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სტანდარტული საფასურის გადახდაცაა შესაძლებელი. სიახლე ვრცელდება დედაქალაქის ტრანსპორტზე, მათ შორის მეტროზე, ავტობუსებსა და საბაგიროებზე.

bog
bog-mob

„ახალი ფუნქცია „ტერაბანკის“ მომხმარებლებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით მოსახერხებელს გახდის. მათ მგზავრობისთვის ცალკე ბარათის ტარება და მასზე ჩარიცხვების განხორციელება აღარ მოუწევთ, რაც დამატებითი კომფორტი იქნება. ვფიქრობთ, ეს სიახლე ბევრი მომხმარებლისთვის იქნება სასიამოვნო“, – ამბობენ „ტერაბანკში“.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდა მგზავრებს „ვიზასა“ და „მასტერქარდის“ ყველა ტიპის ბარათებით შეუძლიათ. მათი აღება „ტერაბანკის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია. მას საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

[R]

გადაჭრის, თუ არა რობოტების გადაადგილების პრობლემას „ჰერმესი“ ადამიანური რეფლექსებით

შოპინგი! შოპინგი ჰაერში! ძალიან სწრაფი შოპინგი! – Wieden+Kennedy-ის კამპანია