in

ტერაბანკის ფილიალები ზაფხულის განმავლობაში ტურისტული ცენტრების ფუნქციებს შეითავსებენ

ტერაბანკი მუდმივად ცდილობს, მხოლოდ სტანდარტული სარეკლამო კამპანიით არ შემოიფარგლოს და საზოგადოებას სხვადასხვა სასარგებლო ინიციატივა შესთავაზოს. შარშანდელი ტერაბაიკის, ველოსიპედით სიარულისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის შემდეგ, წელს ტერაბანკი ზაფხულის ყველაზე აქტუალურ თემას – ქართული ტურიზმის მხარდაჭერას ეხმაურება და ახალი კამპანიით ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. კამპანიის დეტალებზე ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, სალომე ქოქოსაძე გვესაუბრა:

 

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კომპანია, თითოეული ადამიანი ქართულ ტურიზმს გვერდში დაუდგეს და ხელი შეუწყოს ამ დარგის განვითარებას. სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით შევუერთდით საყოველთაო ინიციატივას #Spendyoursummeringeorgia და ჩვენი საზაფხულო კამპანიაც მთლიანად მის მხარდასაჭერად დავგეგმეთ. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა თუ რეგიონებში, ჩვენი ბანკის ფილიალები — ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ფუნქციებს, ჩვენი გაყიდვების მენეჯერები კი ტურისტული მრჩევლების როლს შეითავსებენ.

მოგზაურებს ჩვენს ფილიალებში/ტურისტულ ცენტრებში საინფორმაციო ბუკლეტები დახვდებათ. ეს ბუკლეტები მათ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საოჯახო სასტუმროებზე, საკვებ თუ გასართობ ობიექტებსა და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე. მათი დახმარებით, ქართველ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ გაეცნონ და დაგეგმონ საინტერესო მარშრუტები, მოიარონ საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები და მიიღონ სასარგებლო რჩევები, თუ როგორ გაატარონ დაუვიწყარი ზაფხული ჩვენს ქვეყანაში. ამას გარდა, ვიზრუნებთ, რომ ბევრმა გაიგოს ადგილობრივი ტურისტული დაწესებულებების მომსახურებისა და შეთავაზებების შესახებ. დავუთმობთ მათ ჩვენს მედია არხებს: ბანკის ვიტრინებს, ბანკომატების ეკრანებს, სარეკლამო ბროშურებსა და სხვა საკომუნიკაციო სივრცეებს. გვჯერა, რომ ჩვენი კამპანიის დახმარებით, ქართულ ტურისტულ ბიზნესს გაცილებით მეტი მომხმარებელი გაუჩნდება“.

[R]

გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა

KFC ფრინველების დაცვის ევროპულ სტანდარტებს უერთდება