ტერაბანკის მომხმარებლებს მომსახურებების მიღება განახლებული, კიდევ უფრო დახვეწილი ციფრული არხებით შეუძლიათ. მათ განსხვავებულ სამომხმარებლო გამოცდილებას ინტერნეტბანკში დამატებული მოსახერხებელი ფუნქციონალები და განახლებული ვებსაიტი შექმნის, რომელიც ინფორმაციულად მეტად მრავალფეროვანი და მომხმარებელზე ორიენტირებულია.
განახლებულ ინტერნეტბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, სურვილისამებრ მართონ მთავარ გვერდზე არსებული ბლოკები და საკუთარ საჭიროებებზე მოირგონ ისინი, ისარგებლონ თანამედროვე, გაუმჯობესებული ინტერფეისითა და პროდუქტების შეკვეთისა თუ გააქტიურების შესაძლებლობებით. სიახლეა მოახლოებული გადახდების ფუნქციაც, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს, არ გამორჩეთ კალათაში დამატებული კომუნალური გადასახადები.
რაც შეეხება განახლებულ ვებსაიტს, ის თანამედროვე დიზაინის ტრენდებსა და მიდგომებს აერთიანებს. ვებგვერდზე სრულადაა თავმოყრილი ინფორმაცია ტერაბანკის პროდუქტებისა და სერვისების, კომპანიის სიახლეებისა და პროექტების შესახებ. მისი მეშვეობით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სესხით, ანაბრითა თუ სხვა პროდუქტებით დაინტერესების შემთხვევაში, ონლაინ შეავსონ განაცხადები.
ციფრული არხების განახლებასთან ერთად, გაეშვა ახალი სერვისიც — ტერაბანკის მომხმარებლად დისტანციური რეგისტრაცია. ამიერიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია, ტერაბანკის მომხმარებელი ბანკში ვიზიტის გარეშე გახდეს და დისტანციურად ისარგებლოს ტერაბანკის მომსახურებებით. რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე.
მომხმარებლად დისტანციური რეგისტრაციის სერვისის დიზაინსა და ტერაბანკის ვებსაიტის რედიზაინზე — Slick სტუდიომ, ინტერნეტბანკის დიზაინის განახლებაზე კი ტერაბანკის გუნდმა იმუშავა. სპეციალისტებმა ციფრული არხები ტერაბანკის ახალ ვიზუალურ სტილსა და მომხმარებლების მოთხოვნებს მაქსიმალურად მოარგეს.
ციფრული მომსახურების არხების დიზაინისა და ფუნქციონალის განახლების შესახებ ტერაბანკისა და Slick-ის წარმომადგენლები საუბრობენ.
ტერაბანკი: „თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, იცვლება მომხმარებლების ქცევაც, განსაკუთრებით კი საბანკო მომსახურების სფეროში. მუდმივად ჩნდება ახალი საჭიროებები და მოთხოვნებიც. ტერაბანკში კი ყოველთვის ვუწყობთ ფეხს ტექნოლოგიების განვითარებას და მომხმარებლებსაც შესაბამის საინტერესო, თანამედროვე ციფრულ გამოცდილებას ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ციფრული არხების დახვეწა, ფუნქციური გამრავალფეროვნება და მათი შესაბამისობა მომხმარებლების საჭიროებებთან ერთ-ერთი პრიორიტეტია. განახლება, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენმა ციფრული მომსახურების არხებმა განიცადა, ამ მიმართულების პრიორიტეტულობას ადასტურებს. გვჯერა, რომ მათი გამოყენება ტერაბანკის მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება”.
Slick: „პროექტის მთავარი მიზანი ვებსაიტის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესება და ახალ ვიზუალურ სტილთან ადაპტირება იყო. მუშაობა მომხმარებლების საჭიროებების კვლევით დავიწყეთ, რაშიც ტერაბანკის სხვადასხვა დეპარტამენტი დაგვეხმარა. შევაგროვეთ ინფორმაცია მომხმარებლების მომსახურების ცენტრის, მარკეტინგის, პროდუქტებისა და ბიზნესების წარმომადგენლებისგან, რათა პრიორიტეტები სწორად განგვესაზღვრა. რედიზაინის პროცესში ახალი გადაწყვეტილებებით, შევეცადეთ, მომხმარებლების არა მარტო არსებული, არამედ სამომავლო საჭიროებებისთვისაც გვეპასუხა. პროექტზე მუშაობამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ტერაბანკის გუნდისთვის მომხმარებელი და მისთვის ხარისხიანი საბანკო გამოცდილების შექმნა”.
ტერაბანკი ციფრული არხების განვითარებაზე მუშაობას სამომავლოდაც განაგრძობს.
[პარტნიორის კონტენტი]