in

ასე ჩაიარა საახალწლო „ქარავანმა“, ტერაბანკის მხარდაჭერით

რამდენიმე წელია, რაც საახალწლო სამზადისს „ქარავანი ორბელიანზე“ უერთება. ერთ დიდ სივრცეში თავმოყრილი საჩუქრები, გემრიელობები და გასართობი ღონისძიებები ახალი წლის მომლოდინეებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. წლევანდელი საახალწლო „ქარავანი“ 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართა. საახალწლო ღონისძიება ორბელიანის მოედანზე ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა, მისი განმახორციელებელი –„ქარავანი ორბელიანზე“, მთავარი მხარდამჭერი კი ტერაბანკი იყო. ბანკმა სამეწარმეო ზონაში განთავსებული ბრენდირებული დახლების ნაწილი ბიზნესკლიენტებს დაუთმო და მათ საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის შესაძლებლობა მისცა. ტერაბანკმა სპეციალური ჯიხურიც განათავსა, სადაც მომხმარებლებს საჩუქრების უფასოდ შეფუთვას სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად საახალწლო ქარავანისთვის დამზადდა შესაფუთი ქაღალდები და მისალოცი ბარათები, რომელთა დიზაინიც, ბანკის ინიციატივით, ქართველმა ილუსტრატორებმა შექმნეს. ამას გარდა, გენერალურმა სპონსორმა საახალწლო „ქარავანის“ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი ღონისძიებაც მოუწყო. სადღესასწაულო სეზონი დასრულდა და სანამ მომდევნო საახალწლო სამზადისის მოლოდინში თვეებს ავითვლით, ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერი ნინო სუჯაშვილი გვიყვება, როგორი იყო წლევანდელი „ქარავანი“.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რა მნიშვნელობას ატარებს ქარავანი საახალწლო სეზონზე?

მრავალფეროვანი ურბანული პროექტი „ქარავანი“ ორბელიანზე უკვე რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა პოპულარულ სავაჭრო, შემეცნებით და გასართობ სივრცედ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. საახალწლო სეზონის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, ქარავანმაც სადღესასწაულო, მხიარული, თბილი და შესაბამისი აქტივობებით დატვირთული გარემო შექმნა.

გარდა იმისა, რომ პროექტი სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო უმაღლებდა, ამავდროულად, ქართველ მეწარმეებს ეხმარებოდა, მათი ბრენდები თუ პროდუქტები რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო და შეეძინა. ჩვენთვის, როგორც ბანკისთვის, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ეს ფაქტორი განსაკუთრებით საინტერესო იყო.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი ტერაბანკისთვის ქარავანის მხარდაჭერა?

როგორც უკვე აღვნიშნე, ტერაბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ზოგადად, ამ მხარდაჭერის ფარგლებში არაერთ ინიციატივასა და წამოწყებას ვუწყობთ ხოლმე ხელს. საახალწლო ქარავანი ჩვენთვის სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო: მან თავი მოუყარა უამრავ დამწყებ თუ გამოცდილ მეწარმეს და მათ საკუთარი თავისა თუ პროდუქციის წარდგენის, მომხმარებლებისთვის გაცნობისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მისცა.

„ქარავანის“ ეს მიზანი სრულად შეესაბამებოდა ჩვენი საქმიანობისა თუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას, ამიტომ საახალწლო „ქარავანის“ განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანა ტერაბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პროექტის გენერალური სპონსორობით, ტერაბანკის სტრატეგიული მიმართულების – მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ.

M: როგორ შეუწყვეთ ხელი მეწარმეებს, საახალწლო სეზონზე თავიანთი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში?

უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ღონისძიების სპონსორობა და მისი წარმატებით ჩატარების ხელშეწყობა უკვე თავისთავად გულისხმობდა მეწარმეთა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის მხარდაჭერას. თუმცა, ამას გარდა, სპონსორობის ნაწილს წარმოადგენდა კიდევ ერთი ინიციატივა: სამეწარმეო ზონაში მოეწყო ტერაბანკის ბრენდირებული დახლები, რომლებიც მეწარმეებსა და მათ პროდუქციას დავუთმეთ. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მეწარმეებს შორის ტერაბანკის ბიზნესკლიენტებიც იყვნენ და ღონისძიებით მათი საქმიანობის განვითარებაშიც შევიტანეთ წვლილი.

M: ტერაბანკის მხარდაჭერის ფარგლებში, რა სერვისები შესთავაზეთ ქარავანის სტუმრებს?

სამეწარმეო ზონაში მოწყობილი დახლების გარდა, „ქარავანზე“ განთავსებული იყო ტერაბანკის საჩუქრების შესაფუთი ჯიხური, სადაც სტუმრებს საჩუქრების შეფუთვას უფასოდ ვთავაზობდით. ამ შეფუთვაზეც განსაკუთრებულად ვიზრუნეთ: ჩვენი ინიციატივითა და „ილუსტრატორების კლუბთან“ თანამშრომლობით, ხუთ ქართველ არტისტს სპეციალურად საახალწლო ქარავანისთვის სადღესასწაულო ილუსტრაციების შექმნა ვთხოვეთ. შესაბამისად, ჯიხურში სტუმრებს სწორედ მათი ნამუშევრებით გაფორმებული შესაფუთი ქაღალდები და მისალოცი ბარათები ხვდებოდათ. ამ ინიციატივით, გვინდოდა, ქართველი არტისტებისთვის მხარი დაგვეჭირა, რაც ვფიქრობ, კარგად გამოგვივიდა.

რა თქმა უნდა, ახალი წელი საბავშვო ღონისძიებების გარეშე წარმოუდგენელია და განსაკუთრებული საჩუქარი მათაც მოვუმზადეთ: 24 დეკემბერს, ქარავანის საბავშვო ზონაში პატარებისთვის ჩვენი ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის, ჯუნიორ ბარათის ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს მხიარული აქტივობები დავახვედრეთ:

ორცხობილების საკუთარი ხელით გაფორმება, ბუშტებით ფიგურების დამზადება, ორი ჯამბაზის სახალისო წარმოდგენა, მუსიკა და, ცხადია, უამრავი ბუშტი.

2 იანვარს კი, ბავშვებს უკვე ტერაბანკის პერსონალიზებულმა საბანკო მომსახურებამ, სელექტმა უმასპინძლა და ჯადოსნური განწყობა შეუქმნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოკუსების მხიარული პროგრამა, ილუზიონის, აზოტისა და ყინულის შთამბეჭდავი შოუები, რომლებმაც პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

M: საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით წლევანდელ ქარავანს?

პროექტი „ქარავანი“ ყოველ სეზონზე ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება. საახალწლო „ქარავანიც“ ამის დასტურია. წლევანდელმა „ქარავანმა“ განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა და სტუმრებს მართლაც შესანიშნავი, პოზიტიური სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში ტერაბანკის წვლილიც შევიტანეთ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ნაწილი ვიყავით.  რა თქმა უნდა, გვინდა, ამ შესაძლებლობისთვის ქარავანის საორგანიზაციო ჯგუფს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ.

[R]

მოულოდნელად გაცოცხლებული ქამელეონი და iMassage-ის ახალი ფუნქცია

რა არის სეზონური დეპრესია და რატომ გვემართება ის ზამთარში?