Dwarf Factory-ის ულამაზესი ტერარიუმის კლავიშებით, თქვენს კლავიატურას “ჯადოქრობას“ შეჰმატებთ. ეს “ფისოვანი ქუდები” საოცრად პაწაწინა მცენარეებისა და სუკულენტებისგან შედგება და ის თქვენს კლავიატურის განლაგებას სხვაგვარ სტრუქტურასა და კვადრატებში მოქცეული ყვავილების ეფექტს ანიჭებს.

თითოეული ეს ტერარიუმი თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია, Მათ შორის პატარა კლდეები და ნიადაგიც. კლავიშებს მრავალფეროვანი ფლორა მოჰყვება: კაქტუსები, სუკულანტები, გვიმრები…ცხადია, ეს პაწაწინა მცენარეები ნამდვილი არაა, მაგრამ ისინი მოდელირებულია განსაცვიფრებელი დეტალებით და როდესაც ინახება ფისში, თქვენს მექანიკურ კლავიატურას სიცოცხლის შესანიშნავ ელფერს ჰმატებს.

კლავიატურის ამ ქუდებს ორნაირი ფორმით შეხვდებით: მომრგვალებულსა და SA R1-ში. მათ სხვადასხვა სტილი აქვთ და იმის გამო, რომ ხელითაა ნამუშევარი, $44 ღირს, თუმცა ეს არც ისე ძვირია იმისთვის, რომ კლავიატურაზე ბაღი მოიწყოთ.















