in

ბაკურიანში, პრემიუმ კლასის კომპლექსი „ტერასა ბაკურიანი“ შენდება

ბაკურიანის ცენტრში, პრემიუმ კლასის, საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი „ტერასა ბაკურიანი“ შენდება. ეს „ტერასა ჯგუფის“ მე-14 პროექტია, რომელიც 2022 წლის 1 ოქტომბრისთვის დასრულდება და მათი თქმით, საქართველოს ყველაზე განვითარებული ზამთრის კურორტისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული შენაძენი იქნება.

„ტერასა ბაკურიანი“ 4 საცხოვრებელ შენობას აერთიანებს. მობინადრეებს საკუთარ აპარტამენტებში დასვენებასთან ერთად, ფინანსური სარგებლის მიღებაც შეუძლიათ, კომპანია მათ გაქირავებისა და კონსიერჟის სერვისს სთავაზობს. კომპლექსში სხვადასხვა ფართისა და შესაბამისად, ღირებულების აპარტამენტები შედის და ისინი სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა მობინადრეს აქვს საშუალება, თავისი გემოვნებით შეარჩიოს ინტერიერის თითოეული დეტალი.

„ტერასა ბაკურიანში“ ასევე არის სასტუმრო, რომელიც მე-5 ცალკე შენობაა და კომპლექსის მობინადრეები იქ სრული მომსახურებით ისარგებლებენ.

პროექტზე მუშაობის პროცესში დიდი ყურადღება დავუთმეთ არქიტექტურას. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი კომპლექსი გარემოს შესაბამისი ყოფილიყო. ზოგადად, იდეალური საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად მნიშვნელოვანია როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი. ამ მიმართულებით ჩვენ თითოეული დეტალი გავთვალეთ, რადგან „ტერასა ჯგუფისთვის“ მთავარია, ყველა მომხმარებელი იყოს ძალიან კმაყოფილი“.

როგორც „ტერასა ჯგუფში“ ამბობენ, მათ კომპლექსში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სტუმრებმა თუ მობინადრეებმა, წელიწადის ნებისმიერ დროს, მაქსიმალურად კომფორტულად და სასიამოვნოდ დაისვენონ.

კომპლექსი „ამირანის პარკთან“ შენდება, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა – ჩვენს სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქალაქის განვითარებულ ცენტრში დაისვენონ და ამავდროულად, ბუნების სიჯანსაღე და სიმშვიდე შეიგრძნონ. „ტერასა ბაკურიანი“, თავიდან ბოლომდე, სრულყოფილი პროექტია, რადგან სასტუმროს შენობისა და აპარტამენტების გარდა, ვაწყობთ სპეციალურ ინფრასტრუქტურას, რომ დამსვენებლებისთვის თითოეული დღე განსაკუთრებული იყოს – კომპლექსში იქნება შიდა სარეკრეაციო ზონა (4 800მ2), დახურული აუზი, რესტორანი, კაფე, კონსიერჟი, მიწისქვეშა თუ მიწისზედა ავტოსადგომები და რაც მთავარია, „ტერასა ბაკურიანის“ ტერიტორია იქნება სრულად დაცული“.

„ტერასა ჯგუფში“ თვლიან, რომ მათი კომპლექსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბაკურიანის, როგორც კურორტის ეფექტურად მუშაობაში და თავის წვლილს შეიტანს, ღირსეულად უმასპინძლონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2023 წელს, ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი, 2025 წელს კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი ჩატარდება.

საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება შეგიძლიათ ბმულზე ან ქვემოთ მოცემულ ბანერზე კლიკით და ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება.

 

[R]

ნახეთ: Photoshop-ის ეპოქამდე არსებული მანიპულირებული ფოტოები

როგორ გავხდეთ თიბისის მომხმარებელი, ფილიალში მისვლის გარეშე, 90 წამში?