19
Nov
2018

„რეაგირება არსებულ ყალბ ცნობიერებასა და იდენტობებზე“ – ვიდეოფრაგმენტი TERE

19 Nov 2018

„ჩემთვის, აბსტრაქტული ვიდეოფრაგმენტი TERE, ჩაფიქრებულია, როგორც პირადი რეაგირება არსებულ ყალბ ცნობიერებასა და იდენტობებზე“, – გვიყვება გიორგი შაკაია, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით შექმნილი ვიდეორგოლ TERE-ს რეჟისორი. ვიდეორგოლი ადგილობრივი დიზაინერების ორიგინალურად წარმოსაჩენად შეიქმნა და რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინტერნეტში. ამასთან, ვიდეოფრაგმენტმა ასახა შემოქმედებითი ჯგუფის ხედვა, თანამედროვე ქართულ მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებასთან დაკავშირებით.

mBank QR
mBank QR

M: როგორ მიხვედით სამეცნიერო ფანტასტიკის (Sci-fi) ელემენტებამდე ქართულ Fashion Film-ში? 
Sci-fi ელემენტებამდე მისასვლელად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ისედაც ეგრე აღვიქვამ ყოვედღიურობას, უბრალოდ, ამ ყველაფრის დღევანდელ თბილისთან მორგება იყო შედარებით რთული მისია, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მშვენივრად გაართვა თავი. რაც შეეხება Fashion Film-ს, მისი ამ ხარისხში აყვანა, მართლაც რომ ახალი სიტყვაა ჩვენი ბაზრისთვის.

გიორგი შაკაია

M: რა იქნება შემდეგი?
ჩვენი შემდეგი პროექტები მიზნად ისახავს ხელოვნების სხვადასხვა დარგების, მათ შორის: მოდის დიზაინის, მუსიკის, არქიტექტურის და გრაფიკული დიზაინის სინთეზს.

კადრს მიღმა

 

CREDITS:

Directed / Edited – Shaka Hiker
Art direction / Styling – Giorgi Wazowski
Cameraman – Amiko Gelashvili
Graphics – Koka super Ashi Ashi
Sound – Isodrome, Giorgi Sitchinawa
Make up – Anna Todua
Model – Sali Jikidze
Technical support – Ika Khargelia , Giorgi Nakashidze

Designers :

Le Chic Radicall
Nicolas Grigorian
George Keburia
Tiko Paksa
Nina Zarqua
Tamarra Kopaliani Pepela

განხილვა