in

თერჯოლაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

BOG
BOG
ფოტო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში 996,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. მათი თქმით, საწარმოში, წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. 2019 წელს კი კომპანიაში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის (HACCP) დანერგვა.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას,“ – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

დევიდ ბოუი, მერლინ მენსონი და Sia ავტოსაგზაო შემთხვევების წინაამღდეგ

ფერწერის კონცეპტუალური ტრანსფორმაცია აბსტრაქტიზმში – მაკა ზედელაშვილის შემოქმედება