in

ტერმინალი – ბრენდი, რომელიც ყველას აერთიანებს

არის ადგილები, რომლებიც ინდივიდუალური ოფისებითა და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და მათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სტუმრობენ და იყენებენ რამდენიმე საათით ან ზოგჯერ მთელი დღითაც კი. განსაკუთრებით აქტუალურია სამუშაო სივრცეები სტარტაპერებისთვის, ფრილანსერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლიდან უწევთ მუშაობა და ძალიან ხშირად სახლიდან მუშაობა არაკომფორტულია სხვადასხვა მიზეზის გამო. სივრცეში, სადაც მაქსიმალურად სამუშაო გარემოა შექმნილი და ამასთან ერთად, მოსასვენებელი ადგილიც არის, მუშაობა გაცილებით სასიამოვნო, პროდუქტიული და მოსახერხებელია.

სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ე.წ. co-working სივრცეები სიახლეს წარმოადგენდა. ეს, ალბათ, მათი ნაკლებობითაც იყო გამოწვეული, თუმცა შემდეგ გამოჩნდა Terminal, საერთო სამუშაო სივრცე და დავინახეთ, რომ მოთხოვნაც მსგავს სერვისზე გაიზარდა და სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ასეთ ადგილს სამუშაოდ ან საქმიანი შეხვედრების ჩასანიშნად.

Terminal, რომელიც მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე გახლავთ, აერთიანებს როგორც მცირე ოფისებს, ისე საკონფერენციო დარბაზებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. გარდა ამისა, ტერმინალში დაგხვდებათ კაფე, ბიბლიოთეკა, უზრუნველყოფილია ველოსიპედების სადგომი და ამ ყველაფერთან ერთად, ტერმინალის თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან სტუმრების გულითადად მისაღებად და მათი საჭიროებების გასათვალისწინებლად.

დღეს ტერმინალი თბილისის სხვადასხვა უბანში 6 ფილიალს ითვლის და თითოეულ მათგანს ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ბრენდი, მისი წარმატების გასაღებს, უმთავრესად მისი გუნდის წევრებში ხედავს, რომელთათვის ტერმინალი მხოლოდ სამსახური კი არა, მეგობრული და განვითარებაზე ორინტირებული ადგილია. აქ თავმოყრილნი არიან ერთმანეთისგან განსხვავებული, სხვადასხვა პროფესიისა თუ ხედვის მქონე ადამიანები, რომლებიც საერთო ძალებით ქმნიან იმ ბრენდს რასაც “ტერმინალი” ქვია.

ტერმინალში მუშაობისას, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი. როდესაც ხედავ სხვადასხვა ინტერესის, პროფესიის ადამიანებს ერთ სამუშაო სივრცეში, აკვირდები და ისმენ მათ გამოცდილებებს, მუდმივად ვითარდები და შეუძლებელია, დღე არაპროდუქტიულად დასრულდეს. ყოველი მომდევნო დღე ახალი ნაბიჯია განვითარებისკენ. ყველაფერთან ერთად, სასიამოვნოა, როდესაც ქვეყანაში არსებობს ლიდერი ბრენდი, რომლის განვითარებაშიც თითოეული დასაქმებული მაქსიმალურადაა ჩართული, ამ გუნდის წევრი თავადაც ხარ და ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, რამაც შესაბამისი შედეგიც გამოიღო, როდესაც 2020 წლის Eurasian Startup Awards-ის გამარჯვებულები გავხდით და შემდეგ Global Startup Awards-ის ფინალში გამოცდილი ქვეყნების გვერდით ვიასპარეზეთ.” – გიგა მიხანაშვილი, Terminal Khorava-ს მენეჯერი.

ტერმინალი არის კულტურის, პრინციპებისა და ადამიანური ღირებულებების ერთობლიობა, რომელსაც ჩვენი გუნდი წევრებთან ერთად ქმნის. აქ შემოსული ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა, პროფესიის და რელიგიისა, ხდება ტერმინალის ნაწილი და ზუსტად ეს ქმნის ტერმინალს უნიკალურს. ეს ყველაფერი ეხმარება კომუნის ჩამოყალიბებას და ვთვლი, რომ სწორედ ეს არის ტერმინალის განსხვავებული და განსაკუთრებული მხარე. სიამოვნებას მანიჭებს ის კოლაბორაცია, რაც ტერმინალში ადამიანებს შორის ხდება. ჩემთვის ეს ყოველდღიური სტიმულია და მეხმარება ფილიალში ძლიერი კომუნის ჩამოყალიბებაში.” მარიტა ქოქოლაძე, Terminal Abashidze-ს მენეჯერი.

“ტერმინალის გუნდის წევრი 2020 წლიდან გავხდი. იმ მომენტისთვის ჩემთვის სრულიად უცნობ ინდუსტრიას შემოვუერთდი. თავიდან მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ქართულ რეალობაში არსებობს სამსახური, რომელიც არ არის რუტინული და მოსაწყენი, თუმცა,  ამ წლების განმავლობაში, ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა. სწორედ გუნდური მუშაობით, თანამშრომელთა მოტივაციითა და პროფესიონალიზმით ყალიბდება მსგავსი სამუშაო გარემო. ერთად ბევრი გამოწვევა დავძლიეთ და ისეთ შედეგებს მივაღწიეთ, რომლის წარმოდგენაც, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ძალიან რთული იყო.  მიხარია, რომ ისეთი გუნდის წევრი ვარ, სადაც არცერთი დღე არ ჰგავს წინას, ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა კრეატიულ, წარმატებულ ადამიანებთან, მათი საშუალებით ვეცნობი სიახლეებს ტექ ინდუსტრიაში, თვალს ვადევნებ თანამედროვე სტარტაპ პროექტებს,  ეს არის ადგილი, სადაც მუდმივად ხდება ინფორმაციის თუ კულტურის გაზიარება, რაც მეხმარება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.” – ნინი ზაქარაძე, Terminal University-ს მენეჯერი.

 

“მეორე წელია რაც ტერმინალის დიდ ოჯახს შემოვუერთდი და ამაყი ვარ , რომ მომეცა საშუალება ამ საოცარი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ერთია, რომ ტერმინალი არის ქვეყანაში არსებული ლიდერი ბრენდი, რომელმაც ქართულ რეალობაში გარდამტეხი როლი შეასრულა და პირველმა თქვა თავისი სიტყვა,დაამსხვრია სტერეოტიპები, რომ არ შეიძლება ერთ სივრცეში მუშაობდეს სხვადასხვა პროფილის წარმომადგენელი და მეორეა ის საკითხი, რომ ტერმინალმა, როგორც ინოვაციურმა პროდუქტმა, ხელი შეუწყო ქვეყანაში ამ ინდუსტრიის განვითარებას.

დიდ ოჯახს შემოვუერთდითქო დასაწყისში ვახსენე,რადგან ტერმინალი ჩემთვის მხოლოდ მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე არ არის. ესაა ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც თითოეული წევრი ქმნის ჩვენს გუნდთან ერთად. ყოველდღიურად ვუყურებთ მათ, თუ როგორ უხარიათ ერთმანეთის წინსვლა და განვითარება, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს დასახული მიზნის მიღწევაში და როგორ ახარებთ ერთმანეთის წარმატება. ამ ყოველივეს შემხედვარე, რა თქმა უნდა, გიჩნდება მოტივაცია, რომ ერთ ადგილზე არ იდგე და შენც უწყვეტ რეჟიმში ვითარდებოდე.”- თათია მღებრიშვილი, Terminal Towers-ს მენეჯერი.

ტერმინალის სერვისით უმეტესად სარგებლობენ სტარტაპები და ფრილანსერები.პროფესიებს შორის კი უმეტესად ვებდეველოპერები, პროგრამისტები და იურისტები არიან, ამის მიუხედავად, პროფესია, რომელსაც ტერმინალში ვერ შეხვდებით ძალიან ცოტაა. აქ შეხვდებით ფსიქოლოგებს, ქოუჩებს, მუსიკოსებს, გალერეის მფლობელებს, არქიტექტორებს, ინტერიერის დიზაინერებს, ფინანსისტებს და ა.შ. გვყავს რამდენიმე სტარტაპი, რომლებიც ტერმინალის გახსნის დღიდან მოვიდნენ მხოლოდ იდეით და რამდენიმეკაციანი გუნდით, რომლებმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და დღეს საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ. ყველა ამ კომპანიის თუ პიროვნების წარმატება ჩვენთვის ძალიან ემოციური და საამაყოა. ჩვენ მათ ვუქმნით ისეთ გარემოს და პირობებს, რომ ისინი პროდუქტიულები იყვნენ, თავიანთი დრო თავიდან ბოლომდე დახარჯონ საქმეზე და დრო არ დაკარგონ ისეთი საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა კომუნალურების გადახდა, ინტერნეტის უზრუნველყოფა, დალაგების სერვისი და შეხვედრების ორგანიზება.” – თეა თევზაძე, Terminal Roses Garden-ს მენეჯერი.

„ტერმინალი ჩემთვის ასოცირდება ადგილთან, სადაც ადამიანებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი თავი და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი ზრდა და განვითარება. ყველაზე მეტად ტერმინალში მომწონს ის მიდგომა და დამოკიდებულება, რომელიც   წევრების მიმართ გვაქვს. ეს არ არის ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ სამუშაოდ  მოდიან, აქ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან განვითარებაში, უზიარებენ მიღწეულ წარმატებებს და ხშირ შემთხვევაში, პოულობენ საერთო ხედვებსა თუ ინტერესებს.

ტერმინალის თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად განვავითაროთ საკუთარი თავი და ის მომსახურება, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს წევრებს. ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ყველა ის დეტალი, რომელსაც ჩვენი სერვისი გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ჩვენს მომსახურებას და ზოგადად კომპანიას შევმატებთ კიდევ უფრო მეტად დახვეწილ და გაუმჯობესებულ სერვისს არა მარტო საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც.” – სალი სიდამონიძე, Terminal Mozaika-ს მენეჯერი.

[R]

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი G.Una!

poetic artwrok

ფოთლებისგან დამზადებული პოეტური ნამუშევრები