in

საერთო სამუშაო სივრცე Terminal “Eurasian Startup Awards”-ის ფინალისტებს შორის მოხვდა

საერთო სამუშაო სივრცე Terminal “Eurasian Startup Awards“-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. ეს არის მსოფლიოში სტარტაპების ეკოსისტემის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Global Startup Awards-ის რეგიონული კონკურსი, რომელმაც 2020 წელში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო „ქო-ვორქინგის“ ნომინაციაში 4 ფინალისტი გამოავლინა. საქართველოდან მონაწილეობისთვის კი Terminal შეარჩია.

გამარჯვებული, ოთხ ქვეყანას შორის, 5 თებერვალს გამოვლინდება:

  • საქართველო – Terminal
  • რუსეთი – Tceh
  • მოლდოვა – Generator Hub
  • უკრაინა – Creative Quarter

Global Startup Awards-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დაჯილდოებაში 9 ქვეყანა მონაწილეობდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

ფინალისტებს შორის მოხვედრა მოულოდნელი იყო Terminal-ის მენეჯმენტისთვის.

„Global Startup Awards მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მიუკერძოებელი კონკურსია, რომელიც მსოფლიოს სტარტაპ კომპანიებისთვის წლის მთავარი ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ფინალისტობა მოულოდნელი იყო, რადგან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დაჯილდოებაში კონკურენციას ძალიან დიდი ქვეყნები გვიწევდნენ, მათ შორის რუსეთი, თურქეთი და უკრაინა, სადაც „ქო-ვორქინგის“ ინდუსტრია ბევრად დიდი ხნით ადრე განვითარდა, ვიდრე საქართველოში. თუმცა საერთაშორისო ჟიურის შეფასებით, Terminal ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის“, – აცხადებს Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი.

„Terminal-მა დაიმსახურა ფინალისტებს შორის ყოფნა. მართალია, კონკურენციას საკმაოდ დიდი ქვეყნები გვიწევენ, რომლებსაც საქართველოზე მეტი გამოცდილება აქვთ „ქო-ვორგინგის“ სფეროში, თუმცა Terminal-მა მცირე დროში მოახერხა, გამხდარიყო ყველაზე დიდი „ქო-ვორქინგი“ რეგიონში, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს მსოფლიოს ათეულში მყოფ საერთაშორისო ბრენდებს. გამარჯვების იმედი გვაქვს. ეს არ იქნება მხოლოდ Terminal-ის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება რეგიონში“, – აცხადებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ ჯინჭარაძე.

გამარჯვებული ქვეყანა 5 თებერვალს გამოვლინდება. მათ გამოსავლენად ჟიური ითვალისწინებს კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობას. ნებისმიერ ადამიანს  ხმის მიცემა შეუძლია სპეციალურ ბმულზე.

„Terminal პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოში „ქო-ვორქინგის“ ინდუსტრია შემოიტანა.

ამ სფეროში Terminal ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი აღმოჩნდა, რომელმაც 5 წელიწადში თბილისში  5 ფილიალი გახსნა და დღეს, ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა“.

Terminal მომხმარებელს, საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებსაც თავაზობს.

 

[R]

„დაცინვა და ბულინგი მეტ მოტივაციას მაძლევს“ – ვინ არის ხელბურთის კონგოელი ვარსკვლავი?

ნიკა ქურდიანი SME Banking Awards-ზე, „წლის SME ბანკირის“ ნომინანტია!