საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ი და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების კომპანია Future Lab-ი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობის სტრატეგიულ პროგრამას აანონსებენ. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.
„ერთობლივი ძალისხმევით, ვეცდებით სტარტაპ-გარემოს განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. Future Lab-ის მეშვეობით, ქართული სტარტაპები მიიღებენ წვდომას საინვესტიციო კაპიტალთან, ტრენინგებთან, პარტნიორულ შეთავაზებებთან და შეძლებენ რეგიონალურ ბაზრებზე გასვლას. სტარტაპებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ UC Berkeley IBI-ის და სილიკონის ველის ექსპერტიზა და გლობალური წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლების გამოცდილება“, – აცხადებს Future Lab-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე.
Terminal-ის დირექტორის, ჯინო დოლინის თქმით, Terminal-ი უკვე 6 წელია ცდილობს შექმნას კომფორტული და მოქნილი გარემო ქართული სტრტაპებისთვის.
„Future Lab-თან ერთად, ვეცდებით კიდევ უფრო დავაჩქაროთ სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება, დავაინტერესოთ მეტი ინვესტორი, რაც ახალი სტრატაპ-პროექტების შექმნას განაპირობებს“, – აცხადებს ჯინო დოლლინი.
პროგრამის ორგანიზატორები ხელოვნური ინტელექტის, მწვანე ტექნოლოგიებისა და სხვა პერსპექტიული მიმართულებით ტრენინგების, სემინარებსა და ჰაკათონების ჩატარებასაც აანონსებენ.
მათი თქმით, მზადება უკვე მიმდინარეობს და პროგრამა მომავალი წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება.
[R]