in

„ტერმინალი“ Global Startup Awards-ის ფინალშია!

საერთო სამუშაო სივრცე Terminal სტარტაპ ეკოსისტემის ყველაზე მასშტაბური კონკურსის, Global Startup Awards-ის ფინალისტებში მოხვდა – ის, საერთაშორისო ჟიურიმ, „2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცის“ ნომინაციაში დაასახელა.

ფინალში, საუკეთესო „ქოვორქინგის“ სივრცის ტიტულსითვის, 6 ქვეყანა იბრძოლებს: 

  • საქართველო – Terminal
  • ნორვეგია – Mesh Nationaltheatret
  • ესპანეთი – Impact Hub Madrid
  • რუმინეთი – Impact Hub Bucharest
  • ტაილანდი – True Digital Park (TDPK)
  • შრი-ლანკა – Hatch

„ძალიან საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის მოხვდა, თანაც იმ სფეროში, რომლის განვითარებაც ქვეყანაში, სულ რაღაც, 5-6 წლის წინ დაიწყო. Terminal-ისთვის კი მსოფლიო ფინალში მოხვედრა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებიც მსოფლიოს ხუთეულში შედიან, უკვე ძალიან დიდი წარმატებაა“, – აცხადებს Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი.

გამარჯვებულ ქვეყანას 17 ნოემბერს დაასახელებენ. მის გამოსავლენად, ჟიური კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობასაც ითვალისწინებს. 

„საჭიროა თქვენი მხარდაჭერა! ხმის მიცემა შეგიძლიათ სპეციალურ ბმულზე“.

Global Startup Awards 2012 წელს, დანიაში დაარსდა და დღეს, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სტარტაპ ეკოსისტემის დამოუკიდებელი კონკურსია, რომელშიც მსოფლიოს 4 კონტინენტიდან, 113 ქვეყანა მონაწილეობს. აქ, ყოველწლიურად ირჩევენ და აჯილდოებენ იმ სტარტაპებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებსა და მთლიანად, რეგიონში ტექნოლოგიურ თუ ვებ ინდუსტრიებში წარმატებას აღწევენ და ხელს უწყობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

 

[R]

სტარტაპი “ქარი” – ელექტრომოპედების პირველი საზიარო სერვისი საქართველოში

„სომელიე“ პოდკასტების სერიას იწყებს – დაელოდეთ ვინოპოდს და ამბებს ღვინოზე!