9
Nov
2017

“tERminal არის ღონისძიებების ახალი სტანდარტი საქართველოში”, – ციცი იაშვილი

9 Nov 2017

9 დეკემბერს, თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ამერიკელი დიჯეი და პროდუსერი Maceo Plex დაუკრავს. ეს ღონისძიება Terminal Events-ისთვის რიგით მე-5 იქნება. უკანასკნელი 2 დეკადის მანძილზე Maceo Plex-მა, როგორც პროდუსერმა, მნიშვნელოვნად გააფართოვა მუსიკალური საზღვრები, ხოლო როგორც დიჯეიმ, უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა თავი. მარკეტერი დეტალებზე tERminal-ის პროექტების მენეჯერს, ციცი იაშვილს ესაუბრა:

M: თითქმის ერთი წლის შემდეგ, Terminal მომდევნო ღონისძიებას მასპინძლობს, რაზე მუშაობდა თქვენი გუნდი ამ პერიოდის განმავლობაში?

თუ ჩვენი ბოლო, მოდერატის ღონისძიებას გულისხმობ, ნახევარი წელია გასული  და ეს ნახევარი წელი და კიდე მანამდე ერთი წელიც, Maceo-სთან მოლაპარაკებას მოვუნდით, იმიტომ რომ არ  იყო მისი დათანხმება ადვილი. ასევე დაგეგმილი გვაქვს 2018 წლის ტერმინალის ღონისძიებები, რომლებიც შემდეგ დაანონსდება.

M: რა გახდა ახალი არტისტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი?

რა თქმა უნდა, ქართველი მსენელის დიდი ინტერესი მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მეორე კი ის, რომ მასეო Maceo Plex ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არტისტია დღესდღებით ელექტრონულ მუსიკაში და რაც მთავარია, პირველად ჩამოდის საქართველოში.

M: Maceo Plex ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული DJ-ია საცეკვაო მუსიკაში, რა თქმა უნდა, ქართველი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა მასთან ერთად დაკვრა. ვინ დაუმშვენებს გვერდს მას ლოკალური არტისტებიდან?

 

თომა და გიო შენგელია, მარტივად რომ ვთქვათ ქართული სცენის ვეტერანი დიჯეები.

M: არტისტის ცნობადობიდან და მის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, რა შეზღუდვები არსებობს ტერიტორიაზე? რა არის ლიმიტირებული დამსწრეთა რაოდენობა?

ძალიან საჭირო კითხვაა და  ვეცდები ვრცლად და ამომწურავად გავცე ამ კითხვას პასუხი. რადგანაც ძალიან ბევრი აგრესია და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იპოდრომის გარშემო.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ იპოდრომის ადმინისტრაცია შეიცვალა და ახალი მენეჯმენტია. შენობის რეკონსტრუქცია და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება  უკვე დაწყებულია, ხოლო სამომავლოდ ერთ-ერთი კულტურულ-სოციალურად აქტიური ფორმაცია იქნება საბურთალოს რაიონში.

რაც შეეხება უშუალოდ Maceo Plex-ის ღონისძიებას, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: ტერმინალის პროექტი არ არის მარტო არტისტის ჩამოყვანა და უკან გაშვება. ტერმინალი, პირველ რიგში, არის ივენთების ახალი სტანდარტი საქრთველოში, რომელიც ბოლომდე ხარისხსა და მომმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, რაც იმას ნიშანავს, რომ როცა სტუმარი მოდის ღონისზიებაზე, რიგში დიდხანს არ მოუწიოს დგომა, შევიდეს კომფორტულად, ხმა, განათება და სცენის გაფორმება დახვდეს ყველაზე მაღალი ხარისხის, რაც კი შეიძლება მოიპოვებოდეს საქრთველოში და რაც მთავრია არტისტი, რომელიც მისთვის საინტერესოა.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიყიდება იმაზე მეტი ბილეთის რაოდენობა ვიდრე ტერიტორიაზე ადამიანები ეტევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია Pre-Sale-ები, რომელიც  გვაქვს თადარიგის დასაჭერად. მოდერატის სტუმრობის დროს უამრავი ადამიანის  გაბრუნება მოგვიწია, რაც უსიამოვნო მომენტი იყო ძალიან.

ღონისძიება დაიწყება 22:00 საათზე და ყველას ვთხოვ დროულად დაიწყონ მოსვლა, რომ არ გამოტოვონ არცერთი წამი… უამრავი აქტივობა იქნება ტერიტორიაზე, ფაქტიურად ერთდღიან ფესტივალ დავახვედრებთ სტუმრებს.

M: ახლავს თუ არა ვიზუალური გაფორმება აღნიშნულ ღონისძიებას და ვინ იზრუნებს მასზე?

ჩვენს ყველა ღონისძიებაზე, სხვადასხვა თემები გვაქვს ვიზუალურ გაფორმებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხმამაღლა არ ვამბობთ, ასე ვთქავთ ბევრი ფარული მესიჯია ხოლმე… ვიღაცები ხვდებიან, ვიღაცები – ვერა. მთავარი tERminal-ის ER ფორმაშია და ვიზუალურ-ტექნიკური მხარე ისეთი იქნება ამ ივენთზე, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა, სხვა არცერთ ღონისძიებაზე.

M: ტერმინალის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. აქამდე Live აქტებზე იყავით კონცენტრირებულები (მოდერატი და ა.შ.). ამჟამად DJ-ს სელექციაა ფოკუსში, რას გეგმავთ მომავლისთვის?

ჩვენ ყველა საინტერესო აქტებზე ვართ ორინეტირებული, რაც კი მსოფლიო მასშტაბით ხდება და არ ვანსხვავებთ, ეს დიჯეი სეტი იქნება თუ ლაივ აქტი. ესეც ტერმინალის ერთგვარი სტანდარტია და მისი ხაზი სწორედ არტისტის აქტუალურობაზე  გადის.

2018 წელს დიდი გეგმებით ვაგრძელებთ, რომელიც კომბინაცია იქნება დიჯეი და ლაივ აქტების.

განხილვა