in

Terminal-ის ახალი ფილიალი ბათუმში, ძველი ბიბლიოთეკის შენობაში გაიხსნება

საერთო სამუშაო სივრცე ახალ ფილიალს ბათუმში 12 სექტემბერს გახსნის. Terminal ძველ ბათუმში, „აჭარაბეთის“  შენობაში განთავსდება, რომელშიც წლების წინ ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა.

როგორც Terminal-ში აცხადებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბათუმის პირველი ფილიალისთვის ადგილი ძველ ქალაქში მოეძებნათ.

„როცა აჭარა ჯგუფმა „აჭარაბეთის“ შენობა შემოგვთავაზა, ბევრი არ გვიფიქრია. პირველი რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ არქივებში ძებნა, რომ გაგვეგო ამ შენობის ისტორია და ფუნქცია. შენობის სურათებს ბათუმელების საოჯახო ფოტოალბომებში მივაგენით, რაც შეეხება შენობის ისტორიას, საარქივო მონაცემებით გავარკვიეთ, რომ ეს შენობა გვიანი საბჭოეთის პერიოდში აშენდა და იმ დროიდან ბათუმის ბიბლიოთეკის ფუნქცია ჰქონდა“, — აცახდებს Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი.

მისი თქმით, მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად აღედგინათ შენობის იერსახე. „ბათუმის ფილიალი ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელია, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, ქალაქისთვის დაგვებრუნებინა ისტორიული შენობა და მეორე — ამ ფილიალით გავცდით დედაქალაქის საზღვრებს“, — ამბობს ჯინო დოლინი.

როგორც დოლინი აღნიშნავს, ბათუმში საერთო სამუშაო სივრცეზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რადგან სტარტაპეკოსისტემის მიმართულებით ეს ქალაქი სწრაფად ვითარდება, Terminal კი ერთ-ერთი აუცელებელი ხელშემწყობი ფაქტორია სტარტაპების წარმატებული საქმიანობისთვის.

Terminal-ის ინტერიერის დიზაინერის ევგენია გორდინსკაიას თქმით, მისი გუნდის მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალურად აღედგინათ შენობის ძველი იერსახე. „რადგან ეს შენობა თავის დროზე ბათუმის ბიბლიოთეკა იყო, ინტერიერში ძირითადად გავაკეთეთ წიგნის თაროები, ფუნქციურად კი გამოვყავით საკითხავი ზონები“, — აცხადებს ევგენია გორდინსკაია.

Terminal Batumi-ს ფილიალში 124 სამუშაო ადგილი, 5 ინდივიდუალური ოფისი და 4 შეხვედრების ოთახი განთავსდება.

 


Terminal რეგიონში საერთო სამუშაო სივრცეების ყველაზე მსხვილი ქსელია, თბილისში ექვსი და ბათუმში ერთი ფილიალით. Terminal-ის კომუნაში 4000-მდე წევრი ერთიანდება: მათი უმეტესობა სტარტაპები, ფრილანსერები, საერთაშორისო კომპანიები და ექსპატები არიან.

[პარტნიორის კონტენტი]

ვირტუალური ინფლუენსერები და მათი როლი მეტავერსში

ონლაინ გამოცდის დროს ოთახის დათვალიერება უკანონოდ მიიჩნიეს