in

Terminal – მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე ლოფტის სტილის დიზაინით

ფოტოკრედიტი: ლაშა ღუღუნიშვილი
Startauperi
Startauperi

Terminal ახალი ტიპის მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც აერთიანებს საერთო სამუშაო სივრცესმცირე კომპანიებისთვის ოფისებს და შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიების დარბაზებს. რამდენად მზად არის საქართველო ასეთი შეთავაზებისთვის? ვინ მოიაზრება Terminal-ის სამიზნე სეგმენტში? რა წარმოადგენს მის უპირატესობას და როგორია კომპანიის განვითარების პერსპექტივები? – მარკეტერის შეკითხვებს Terminal-ის გენერალურმა მენეჯერმა, ჯინო დოლლინიმ უპასუხა: 

ფოტოკრედიტი: ლაშა ღუღუნიშვილი


M: რა საჭიროება იყო, რომ ბაზრისთვის ამ ტიპის მომსახურება შეგეთავაზებინათ?
საერთო სამუშაო სივრცეები დასავლეთის ქვეყნებში უკვე წლებია, არსებობს და საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად მიიჩნევა. ბოლო წლებია, ამ ინდუსტრიამ განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო. ორი წლის წინ კი, სტარტაპის რეჟიმში ვცადეთ თბილისისთვის შეგვეთავაზებინა მსგავსი სერვისი, რამაც გაამართლა – Vere Loft-ის მუშაობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საერთო სამუშაო სივრცეებზე იზრდება, თანამედროვე საქმიანი ადამიანები გამოდიან დახურული ოფისებიდან, კაფეებიდან და უპირატესობას საერთო სივრცეებს ანიჭებენ, რადგან უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საერთო გარემოში საქმნიანობა გაცილებით პროდუქტიული ხდება.

M: სახელი „ტერმინალი“ რატომ შეარჩიეთ?

Terminal
-ს, როგორც სახელს ორნაირი ახსნა აქვს: პირველი – პროგრამისტებისთვის ეს არის ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც კონკრეტული დავალების ან ქმედების განხორციელებაა შესაძლებელი და მეორე –  ადგილი, სადაც თავს ნებისმიერი პროფესიის, სოციალური ფენის, ეროვნების, იდენტობის ადამიანი იყრის და სხვადასხვა მიზნით მიემგზავრება. ჩვენი სივრცეც ასეთია – ტერმინალი  პლატფორმაა ნებისმიერისთვის, რომლის მიზანიც განვითარება, ქმედება და პროგრესია.

ფოტოკრედიტი: ლაშა ღუღუნიშვილი

M: ვინ წარმოადგენს „ტერმინალის“ მიზნობრივ აუდიტორიას და რა მომსახურებას სთავაზობთ მათ?
Terminal-ით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, განსაკუთრებით, კომფორტულია ფრილანსერებისა და მცირე კომპანიებისთვის. ჩვენს სივრცეში, გარდა ინდივიდუალური სამუშაო ადგილებისა, განთავსებულია იზოლირებული „ბოქს ოფისები“, რაც სიახლეა საქართველოსთვის და ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ ამ ფორმატის ოფისებმა გამოიწვია. 2-დან 14 წევრამდე კომპანიებისთვის იდეალური სამუშაო გარემოა. 

ფოტოკრედიტი: ლაშა ღუღუნიშვილი

M: რა არის კომპანიის მთავარი უპირატესობა?
Terminal-ის მთავარი უპირატესობა პროდუქტიული მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობა, საერთაშორისო სტანდარტების სერვისები და ლოფტის სტილის დიზაინია, რომელიც სასიამოვნო გარემოსა და ინსპირაციას გიქმნის. ვფიქრობ, რომ განსხვავებული და საინტერესოა Terminal-ის ინტერიერიც და სახელწოდებებიც – „ბოქს ოფისებს“ Gate-ები დავარქვით, შეხვედრების ოთახები კი ინტერნეტ ბრაუზერების მიხედვით გადავანაწილეთ: Chrome,  Safari, Firefox და Opera.

ფოტოკრედიტი: ლაშა ღუღუნიშვილი

გვაქვს კაფე ტერასით, თვითმომსახურების სამზარეულო, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები, ბიბლიოთეკა და ველოსიპედების სადგომი შენობის შიგნით. Terminal-ის ყველა წევრსა და ოფისებს ემსახურებათ 24 საათიანი მიმღები და კონსიერჟი, დალაგების სერვისი, მაღალი სიჩქარის უსადენო ინტერნეტი და აქვთ ყველა ის პირობა, რაც მათს საქმიანობას ხელს შეუწყობს.

ფოტოკრედიტი: ლაშა ღუღუნიშვილი

გარდა ამისა, ცალკე ოფისის ქირაობასთან შედარებით, რომელშიც რემონტის, ავეჯის, კომუნალურების, დასუფთავების, ინტერნეტისა და კიდევ სხვა უამრავი წვრილმანის ხარჯების გაწევას გულისხმობს, ჩვენს კლიენტებს ამაზე ფიქრი არ უწევთ.

M: როგორია ოფისით სარგებლობის გრაფიკი და ღირებულება?
Terminal-ი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ღიაა. რაც შეეხება ფასებს, სხვადასხვა ტიპის შეთავაზება გვაქვს, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ადამიანის გრაფიკზე. ერთი დღე 30 ლარი ღირს, გვაქვს ასევე, აბონემენტებიც – რომლის ფასი 250 ლარიდან იწყება, დამოკიდებულია წევრების რაოდენობასა და პერიოდზე. რაც შეეხება „ბოქს ოფისებს“, მათი ფასი 1500 ლარიდანაა, რომელიც ყველა ზემოჩამოთვლილ მომსახურებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ოფისებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი იურიდიული მისამართი.

ფოტოკრედიტი: ლაშა ღუღუნიშვილი

M: როგორ ხედავთ „ტერმინალის“ განვითარების პერსპექტივებს?
ვგეგმავთ საინტერესო სემინარების, ვორქშოფებისა და გამოფენების მოწყობას ჩვენი წევრებისთვის. ასევე, იოგას კლასების, კარდიო ჩოგბურთის, ჯგუფური ვარჯიშების შეთავაზებას და სხვა ბენეფიტებს, რაც მათს ერთიანობას უფრო პროდუქტიულს გახდის. ვფიქრობ, Terminal ძალიან მალე იქცევა საინტერესო და საქმიანი ადამიანების თავშეყრის მიმზიდველ ადგილად.

ფრინველების ვიდეომიმართვა ადამიანებს! „დაუჯერეთ ნიშნებს“ – lotto.ge-ს სარეკლამო რგოლი

როგორ გადავაფიქრებინოთ ნასვამ მეგობარს საჭესთან დაჯდომა? – Think!-ის სახალისო ვიდეორგოლი