in

Terminal-სა და Upway-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

Terminal-მა და Upway-მ  პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გააფორმაეს რაც ადამიანების თვითგანვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. Მემორანდუმის ფარგლებში, Upway-ს კურსის პროვაიდერებს Terminal-ის საკონფერენციო სივრცეებით სარგებლობა სპეციალურად მათთვის მორგებული პირობებით შეეძლებათ.

საერთო სამუშაო სივრცე Terminal დაარსების დღიდან მხარს უჭერს სტარტაპების განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებაშია ჩართული. კომპანიის მიზანია, დაეხმაროს სტარტაპებს ცნობადობის გაზრდაში და ისეთ გარემოს სთავაზობს, სადაც ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს და საქმეზე ფოკურისება მარტივია.

,,Terminal-ის მთავარი მიზანი ქართული სტარტაპებისთვის კომფორტული და მოქნილი გარემოს  შექმნაა, ამიტომ ჩვენს  წევრებს შორის უმეტესობა წარმატებული სტარტაპია, ბევრი მათგანი ჩვენს სივრცეშივე შეიქმნა. Upway ერთადერთი სტარტაპია, რომელმაც  უნიკალური პლატფორმა შექმნა თვითგანვითარების, განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Terminal მაქსიმალურად ეცდება მხარი დაუჭიროს Upway-ს ამ მიმართულების განვითარებაში და გახდეს მისი გრძელვადიანი პარტნიორი”, – აცხადებს ტერმინალის დირექტორი ჯინო დოლინი.

ახალი ქართული სტარტაპი upway ერთ სივრცეში უყრის თავს სანდო ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში. upway-ს შექმნის იდეა ცხოვრების აჩქარებული ტემპის საპასუხოდ სამ მეგობარს 2020 წელს გაუჩნდა.

დაკვირვება, რომ ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის, ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა გუნდის მთავარი მოტივატორი აღმოჩნდა.

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა აფვეის და ტერმინალის მიზნების თანხვედრა და მეგობრობის ახალ ეტაპზე გადასვლა. ამწყები სტარტაპისთვის ბევრს ნიშნავს ძლიერი კომპანიის მხარდაჭერა და გამოცდილებების გაზიარება. Ჩვენ, აფვეიში გვჯერა, რომ ადამიანებისთვის თვითაღმოჩენა არასდროს სრულდება და თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საერთო აქტივობის ჩატარება იგეგმება ტერმინალთან ერთად, რომელთა მიზანიც ადამიანების თვითგანვითარების ხელშეწყობა”, – მარიკა აბულაძე, upway- თანადამფუძნებელი.

[პარტნიორის კონტენტი]

 

#რასგულისხმობს: რობოტიკის ინჟინერი

რა არის დაზღვევა, გვჭირდება თუ არა ის და რა უნდა ვიცოდეთ სადაზღვევო პროდუქტის შეძენამდე?