2
Sep
2019

გაზონის მკრეჭავი რობოტი – ავტონომიური და უკაბელო Terra

2 Sep 2019

veon
veon


ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია iRobot-მა ავტონომიური ბალახის მკრეჭავი რობოტი Terra გამოუშვა, რომელიც წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ უკაბელოა და თქვენი მინდორის საზღვრების გასაგებად, კაბელების ნაცვლად, შუქურებს იყენებს. ანუ, ის შუქურებთან ერთად მუშაობს, რომელთა დამონტაჟებითაც Terra-ს მინიშნებას აძლევთ. მინიშნებას იმის შესახებ, თუ სად იწყება, ან მთავრდება თქვენი გაზონი, ანუ რა ტერიტორიის გაკრეჭვა ევალება რობოტს. Terra ავტონომიური რობოტია, თუმცა, მის ზოგიერთ მოდელს ბლუთუზი ექნება და შესაბამისად, მომხმარებელს ექნება საშუალება, სპეციალური მობილური აპლკაციის დახმარებით, მართოს ის.

 

რაც შეეხება ელემენტს, Terra ამ მხრივაც ავტონომიურია. იმ შემთხვევაში, თუ მისი ელემენტი კრეჭის პროცესში დაჯდება, მას შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს საწყის პუნქტთან – დამტენთან. დამუხტვის შემდეგ ის ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას, სანამ შუქურებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას მთლიანად არ გაკრეჭს. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი დამტენთან ბრუნდება.

ჯერჯერობით, Terra-ს ფუნქციებს ხვეწენ და ის აშშ-ს ბაზარზე 2020 წლისთვის გამოჩნდება. უცნობია, რა იქნება მისი ფასი, ასევე, არ ვიცით, როდის გახდება პროდუქტი ხელმისაწვდომი მსოფლიო ბაზარზე. iRobot-ში კი ამბობენ, რომ მზად არიან Terra-ს მომხმარებლებისთვის ტრენინგებიც ჩაატარონ.

განხილვა