in

ხე, რომელიც საკუთარ თავსა და მიწას ფლობს — Terra0-ის პროექტი

პიტსბურგის ალეგენის ოლქის სათემო კოლეჯის კამპუსში ევკალიპტის ხე დარგეს, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია. ალბათ, ცოტა დაიბენით, მაგრამ აგიხსნით — კომპლექსურ სქემაში ხე არის იურიდიულად ავტონომიური ერთეული და იგი იმ მიწას ფლობს, რომელზეცაა დარგული. ხეზე ზრუნვას კი კარნეგის ხელოვნების მუზეუმი უზრუნველყოფს. ეს არის მცდელობა, კონსერვაციის წესები მთელი არაადამიანური ბუნებრივი სამყაროს სახელით გადაიწეროს…

ხე და მისი არატრადიციული საკანონმდებლო ბაზა Terra0-ის პროექტია — გერმანიაში დაფუძნებული ხელოვანთა ჯგუფის, რომელიც ახალი ტექნოლოგიებისა და სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებას იკვლევს ეკოსისტემების დასაცავად, ადამიანის იდენტობის დადგენილი კანონებით. ახლა კი ხე შეეცდება, სამართლებრივი პრეცედენტი შექმნას იმისა, თუ როგორ შეუძლია „არაადამიანურ“ სახეობას ავტონომიის მოპოვება.

„ჩვენ გვაინტერესებს, თუ როგორ იქმნება იდენტობა როგორც იურიდიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ კორპორაციებს შეუძლიათ ფიზიკური პირის სტატუსის მიღება, რატომ არ შეიძლება ეს ეკოსისტემისთვის?“, — ამბობს პოლ სეიდლერი, Terra0-ის ერთ-ერთი წევრი.

ხელოვანებმა თავდაპირველად ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების იდეა გამოიკვლიეს გერმანიის შავ ტყეში მიწის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, მაგრამ პრობლემები შეექმნათ, როდესაც საქმე ათასობით ხის, ბუჩქისა და ტყის მცენარის ციფრულ აღწერაზე მიდგა. ამიტომ, გადაწყვიტეს, მხოლოდ ერთ ხეზე კონცენტრირებულიყვნენ.

Terra0 იმედოვნებს, რომ ხეს შეუძლია, უფრო მარტივი გზა შექმნას ერთი მოცემულობის დასამტკიცებლად — ყველა სახეობა იმსახურებს საკუთარ წესებსა და უფლებებს. იმ ზრუნვის სანაცვლოდ, რომელსაც კარნეგის ხელოვნების მუზეუმი თავდაპირველად გაუწევს ხეს, დაწესებულება ყოველწლიურად ციფრულ ჟეტონებს მიიღებს, რომელთა გამოყენებაც ხარჯების ასანაზღაურებლად შეიძლება.

ამ ტექნოლოგიამ შეცვალა ხელოვნების ტიპური გამოფენა და შეფასება. „უმეტესწილად, ეს იყო ბაზარი, ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, რომლებიც მიჰყვებოდნენ ხელოვნებას. მათ ესმოდათ, როგორ უნდა იფიქრონ ხელოვნებაზე, როგორ უპასუხონ მას, როგორ მოახდინონ მისი მონეტიზაცია“, — აღნიშნავენ Terra0-ის წევრები.

Samsung ექსტრემალური სიტუაციებისადმი გამძლე სმარტფონსა და ტაბლეტს უშვებს

„ზრუნვა სახლის კარამდე“ – Gofer, Shipping სერვისში ახალ თამასას აწესებს