in

3D პრინტერით დაბეჭდილი რაკეტა უკვე კოსმოსშია!

Good Luck, Have Fun…

Relativity Space-ის Terran 1 რაკეტა უკვე კოსმოსისკენ გაეშურა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ის 3D ბეჭდვის ტექნიკით შექმნეს!

Terran 1 33 მეტრი სიმაღლისა და 2.2 მეტრი სიგანის მქონე რაკეტაა, რომლის მასის 85% დაპრინტულია. კომპანიის თქმით, იგი პირველი და ყველაზე დიდი 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული ობიექტია, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაეშვა. იქ კი უკვე მისია Good Luck, Have Fun-ს შეუერთდება, სადაც გამოცდის, რამდენად შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას. ამ ეტაპისთვის არაფერი ახლავს თან, მაგრამ, როგორც ამბობენ, მას 910 კილომდე ტვირთის გადატანა შეეძლება. ამგვარად იგი კოსმოსში სატელიტების გადასატანადაც გამოდგება. 

Relativity Space ამ მეთოდის ეფექტურობაზეც საუბრობს, რომ იგი 100-ჯერ ამცირებს რაკეტის შექმნის ხარჯებს. თანაც, ამისთვის მხოლოდ 2 თვე სჭირდება. როგორც ამბობენ, იგი გზას გაუკვალავს Terran R-ს, რომლის მიზანიც უკვე მარსზე მოხვედრაა. მისი სიმაღლე Terran 1-ზე ორჯერ მეტია და 20 ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. ბუნებრივია, რაკეტების ახალი თაობაც 3D ბეჭდვის ტექნიკით მიიღება და მის ხელახლა გამოყენებასაც შევძლებთ. 

დიახ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კოსმოსი და 3D ბეჭდვა ერთმანეთს დაუკავშირდა — Nasa გაერთიანდა 3D ბეჭდვის კომპანია ICON-თან, რათა მთვარეზე კარვები აეშენებინა. და თუ გაინტერესებთ, როგორ გაეშვა Terran 1 ფლორიდიდან კოსმოსში, ბმულზე LIVE რეჟიმს შეგიძლიათ უყუროთ.

4 AI პლატფორმა კონტენტ მარკეტერებისთვის

Apple Music Classical — ახალი აპლიკაცია კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის