26
Apr
2017

“ტერასა ჯგუფი”-ს მწვანე სახურავი – სიახლე დეველოპერულ ბაზარზე

26 Apr 2017

ევროპასა და ამერიკაში მწვანე სახურავი ქვეყნების ეკოპროგრამის ნაწილია და ადგილობრივი მთავრობების მიერ არის მხარდაჭერილი.
წლიდან წლამდე მწვანე სახურავები სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს წამყვან დიდ ქალაქებში, რომლებიც ამ გზით ცდილობენ გაუარესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან გამკლავებას. სწორედ ამიტომ სახურავების გამწვანება თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურის ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა.

ის, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო, ახლა უკვე შესაძლებელი და ხელმისაწვდომია საქართველოშიც. საკუთარი სახლის სახურავზე მწვანე ფერითა და ბუნებით ტკბობის საშუალებას კომპანია „ტერასა ჯგუფი“ იძლევა.

სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე კომპანია 2013 წლიდან არსებობს და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში. დაახლოებით 2017 წლის მარტში კი კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და „ტერასა ჯგუფის“ სახელით დამოუკიდებლად გააგრძელა მუშაობა.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებიც ქმნიან ხარისხიან პროდუქტს და მისდევენ თანამედროვე არქიტექტურისა და მშენებლობის ტენდენციებს.
„ჩვენი გამოცდილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, იმავე გუნდით შევქმენით ახალი კომპანია, რომელსაც ექნება ახალი მიდგომები და ინოვატორული ხედვა. ამ ეტაპზე ჩვენ ასევე ვმუშაობთ დაწყებულ ძველ პროექტებზეც, რომლებიც უკვე სრულდება“, – განაცხადა თამარ გაფრინდაშვილმა, „ტერასა ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა.

ნოვატორული ხედვა არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობასა და პროექტირებას გულისხმობს, არამედ აქტიურ ჩართულობას ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაში. „ტერასა ჯგუფი“ პირველი ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც მწვანე სახურავების კონცეფციის განვითარება დაიწყო. კონცეფციის თანახმად, „ტერასა ჯგუფის“ ყველა არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას.

მწვანე სახურავი მრავალფეროვანი მცენარეებითა და გამწვანებით მობინადრეებისთვის მრავალ ბენეფიტთან, მათ შორის ჯანსაღ გარემოსთან, დამატებით თბოიზოლაციასთან, ხმის იზოლაციასა და სოციალიზაციასთან არის დაკავშირებული. TERRASSA – სიმშვიდის, სიმყუდროვის და თქვენი კომფორტისთვის აუცილებელი ყველა პირობაა, სადაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საუკეთესოდ შეძლებთ განტვირთვას.

„გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს განვითარებაში და ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი მშენებლობა, რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებაზე აისახება“, – აცხადებს თამარ გაფრინდაშვილი.

ტერასული ზონა ასევე დაემატება „ტერასა ჯგუფის“ მიმდინარე პროექტს, რომელიც ბესარიონ ჟრენტის 7-ში უახლოეს პერიოდში დასრულდება. მწვანე სახურავით იქნება აღჭურვილი „ტერასა ჯგუფის“ მომავალი პროექტებიც, რომელსაც კომპანია ძალიან მალე დააანონსებს.

[R]

განხილვა