in

5 ივნისს თერრი ქოული ვებინარს ქართველი მსმენელებისთვის გამართავს

თერრი ქოულის პოდკასტებს, ვიდეოებსა და ონლაინ კურსებს მილიონობით მსმენელი ჰყავს მსოფლიოში. ახლა კი მათ ჩვენც შეგვიძლია, შევუერთდეთ — 5 ივნისს, 20:00 საათზე ფსიქოთერაპიის პლატფორმა Healo საერთაშორისო დონის ფსიქოთერაპევტსა და ურთიერთობების ექსპერტს თერრი ქოულს უმასპინძლებს. ონლაინ ვებინარი Zoom-ში გაიმართება. 

დღევანდელ სამყაროში, სადაც მუდამ გვიწევს სხვების მოლოდინებსა და მოთხოვნებზე რეაგირება, პირად საზღვრებს უფრო და უფრო ხშირად ვწევთ უკანა პლანზე. ამ ვებინარზე თერრი ქოული ისაუბრებს ჯანსაღი პიროვნული საზღვრების მნიშვნელობასა და პრაქტიკულ გზებზე მათ დასაწესებლად ისე, რომ თავი არ ვიგრძნოთ დამნაშავედ. ასევე, იგი შეეხება ემოციური გადატვირთვის, გადაღლილობის, შფოთვისა და რთული ურთიერთობების მართვას ყოველდღიურ ცხოვრებაში, — გვეუბნება ანკა მანჯგალაძე, ვებინარის ორგანიზატორი პლატფორმა Healo-ს დამფუძნებელი.

ქვემოთ კი, ანკასთან ერთად, თერრი ქოულს გაგაცნობთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებს ვუპასუხებთ ვებინარის შესახებ:

M: ანკა მოგვიყევით, ვინ არის თერრი ქოული?

თერრი ქოული არის მსოფლიოში აღიარებული ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი, ურთიერთობების ექსპერტი და წიგნის Boundary Boss-ის ავტორი. იგი 20 წელზე მეტია, რაც იკვლევს თემებს, როგორებიცაა საზღვრების დაცვა, ემოციური სტაბილურობა და თვითშეფასება. მის მიდგომაში ერთმანეთს ერწყმის დასავლური ფსიქოთერაპიის პრინციპები და აღმოსავლური ცნობიერების პრაქტიკები, რაც მას საშუალებას აძლევს, რთული საკითხები ხელმისაწვდომ და პრაქტიკულ ცოდნად გარდაქმნას.

თერრის პოდკასტი მენტალურ ჯანმრთელობაზე 20 საუკეთესო პოდკასტშია ნომინირებული. მის პოდკასტებს, ვიდეოებსა და ონლაინ კურსებს მილიონობით მსმენელი ჰყავს მსოფლიოში.

M: ვისთვისაა ვებინარი ჯანსაღი საზღვრები: კმაყოფილება, სიხარული და წარმატება?

ვებინარი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს ემოციური დატვირთვისა და ურთიერთობებში უხერხულობისა თუ მანიპულაციური დინამიკის გადალახვა. ასევე, მათთვის, ვინც ცდილობს საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოხატვას, მაგრამ თან ახლავს დანაშაულის გრძნობა ან შიში, რომ უხეშად აღიქმება.

M: რატომ უნდა დავესწროთ თერრი ქოულის ვებინარს?

ვებინარი არის უნიკალური შესაძლებლობა საერთაშორისო დონის ექსპერტისგან გავიგოთ, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და დავაწესოთ ჯანსაღი საზღვრები ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. ეს დაგვეხმარება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში, ენერგიის დაზოგვასა და ჯანმრთელი, ბედნიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან.

M: როგორ მოვხვდეთ ვებინარზე?

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Healo-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: healo.live-სა და tkt.ge-ზე. ვებინარი გაიმართება Zoom-ის პლატფორმაზე, 5 ივნისს, 20:00 საათზე (თბილისის დროით). ხელმისაწვდომი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად.

M: დაბოლოს, ცოტა რამ ვებინარის ორგანიზატორი ჰილოს შესახებ მოგვიყევით…

Healo ონლაინ ფსიქოთერაპიის პლატფორმაა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ხარისხიანი ფსიქოთერაპიული რესურსების ხელმისაწვდომობას ემსახურება. ჰილომ უკვე უმასპინძლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერის — გაბორ მატეს ვებინარს თემაზე: „ტრავმა, დაავადება და განკურნება ტოქსიკურ კულტურაში“. 

ჰილოს მიზანია ფსიქიკური კეთილდღეობის კულტურის განვითარება და ხარისხიანი ექსპერტიზის გაზიარება. ამიტომ, აქტიურად მუშაობს მომავალში საქართველოში საერთაშორისო დონის ექსპერტების შემოყვანაზე და სურს, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

4 ივნისს „რესპუბლიკა“ ამერიკელი ბასისტის, MonoNeon-ის კონცერტს უმასპინძლებს