in

ექსპრეს-ტრენინგი თემაზე: თანამედროვე ბიზნეს ეტიკეტი – ეფექტური კომუნიკაციის უხილავი მხარე

როგორ ვიგრძნოთ თავი თავდაჯერებულად ნებისმიერ გარემოში? როგორ მოვახდინოთ ეფექტური შთაბეჭდილება და როგორ დავამახსოვროთ თავი ადამიანებს? როგორ ვაწარმოოთ საქმიანი ურთიერთობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე?  ეფექტურ კომუნიკაციას ინტერპერსონალურ უნარებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ხშირად ვისმენთ რჩევებს, როგორ ვიურთიერთოთ საქმიან გარემოში, რა მიმართულებით წავიყვანოთ საუბარი, როგორ ვილაპარაკოთ უფრო დამაჯერებლად. თუმცა, ეფექტურ კომუნიკაციას აქვს უხილავი მხარე, რომელზეც, როგორც წესი, არავინ საუბრობს. თუმცა, სწორედ ეს “უხილავი მხარე” არის ხშირად მიზეზი იმისა, რომ უხერხულად ვგრძნობთ თავს უფრო მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან, ან, სულაც, უცხო გარემოში, ძალიან კარგ შეთავაზებაზე ვიღებთ უარს, ვართ იდეალური კანდიდატი, თუმცა, ვაკანსიაზე სხვას იყვანენ, ან მომგებიან წინადადებას სხვას სთავაზობენ და ა.შ.

17 დეკემბერს, სასტუმრო Radisson BLU Iveria თბილისის ეტიკეტის სკოლის ექსპრეს-ტრენინგს უმასპინძლებს, თემაზე: თანამედროვე ბიზნეს ეტიკეტი – ეფექტური კომუნიკაციის უხილავი მხარეთბილისის ეტიკეტის სკოლა 2014 წელს Marketer.ge-ს ინიციატივით დაფუძნდა. დაარსებიდან დღემდე ჩვენთან გადამზადებას გადიან მსხვილი კომპანიების, ბანკების, საელჩოების, სამინისტროებისა და სხვა საჯარო სტრუქტურებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ორგანიზაციის სახეს წარმოადგენს, PR და მარკეტინგის მენეჯერებისთვის, საზოგადოებრივი სახეებისთვის, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, მოლაპარაკების სფეროს წარმომადგენლებისთვის და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ბიზნეს ეტიკეტი მინიატურა

ექსპრეს-ტრენინგის მიზანია ხელი შეგიწყოთ არავერბალური კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე. ტრენინგზე საშუალება მოგეცემათ, გაეცნოთ ბიზნეს ეტიკეტის უმთავრეს პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაგეხმარებათ ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესებასა და სრულყოფაში.

გთავაზობთ ექსპრეს-ტრენინგის გეგმას:

როდის და რისთვის გვჭირდება ბიზნეს ეტიკეტი?
რა განაპირობებს პრობლემებს საქმიან კომუნიკაციაში?
როგორ მოვახდინოთ ეფექტური პირველადი შთაბეჭდილება? არავერბალური კომუნიკაცია (ნაწილი 1)
როგორ შევცვალოთ შთაბეჭდილება ჩვენზე უკეთესისკენ?
როგორ გავზარდოთ ბიზნეს ინტელექტის კოეფიციენტი?
“რა ჩავიცვა?!” – საქმიანი დრეს კოდი
საქმიანი შეხვედრის არავერბალური მხარე
საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტი და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სპეციფიკა
როგორ დავამახსოვროთ თავი ადამიანებს? ეფექტური არავერბალური კომუნიკაცია (ნაწილი 2)

ექსპრეს-ტრენინგს წარუძღვება ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) სერთიფიცირებული ტრენერი და თბილისის ეტიკეტის სკოლის ხელმძღვანელი ნინო ახალაია.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ან ბმულზე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

სიმართლე ლამბერსექსუალებზე – მითები და სტერეოტიპები

იდეები, რომლებიც სამყაროს ამოძრავებს! – MacBook Pro–ს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი