თბილისის ეტიკეტის სკოლაში მიღება დაიწყო. ნებისმიერ მსურველს ეძლევა უნიკალური საშუალება გაიაროს ბიზნეს ეტიკეტის და პროტოკოლის სერთიფიცირებული კურსი თბილისში, სასტუმრო Radisson BLU Iveria-ში. პროექტის ორგანიზატორია Marketer.ge და Forward Academy.

კურსი გათვლილია ადამიანებზე, რომელთათვის მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული წინსვლა და კარიერული განვითარება, აგრეთვე პიროვნული ზრდა და სრულყოფილება ისეთ საკითხებში, როგორიც არის სწორი კომუნიკაციის უნარი საქმიან გარემოში, დახვეწილი იმიჯის ქონა, სტუმრების/დელეგაციების მიღება-გაცილების პროტოკოლი, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის თავისებურებები, ოფიციალურ ვახშამზე თავის დაჭერის კულტურა და სხვა.
ხანგრძლივობა: 11-28 ოქტომბერი, ჯამში 6 შეხვედრა, ლექციები დაიწყება 19:00-ზე.
პერიოდულობა: კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი, პარასკევი)
სალექციო დღეები: ოქტომბერი – 11, 14, 18,21, 25, 28
სილაბუსის სანახავად მიჰყევით: goo.gl/RpHXwC
კურსზე დასწრების ღირებულებაა 520 ლარი. რეგისტრაცია სრულდება 7 ოქტომბერს.











