Tesco Mobile მშობლებს თავიანთი შვილების ციფრული ენის დეკოდირებაში ეხმარება, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ მშობლებისა თუ მეურვეების თითქმის ნახევარს საერთოდ არ ესმის ის ენა, რომელსაც შვილები ონლაინ იყენებენ…
ონლაინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც აქტუალურია. ამ წლის დასაწყისში ნეტფლიქსის Adolescence-მა სწორედ ამ საკითხის ირგვლივ წაახალისა საუბრები, თითქოს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ემოჯებსა და სიტყვებზე, რომლებიც სინამდვილეში უფრო სიღრმისეულ, შემაშფოთებელ მნიშვნელობას ატარებს.

გარე რეკლამათა სერიებით კი კამპანიამ ახალგაზრდებში გავრცელებული ტერმინების დეკოდირება დაისახა მიზნად, რომელთაც ისინი უმეტესად ონლაინ სივრცეში მოიხმარენ, რათა უზრუნველყონ, რომ მშობლებს აქვთ ხელსაწყოები, რომლებიც საუბრების წამოსაწყებად სჭირდებათ. ამასთან, სურთ, დაეხმარონ მათ იმ ფრაზების ამოცნობაში, რომლებიც ონლაინ უსაფრთხოების საკითხებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
„როგორც მშობელს, ძალიან მაწუხებს ბავშვების უსაფრთხოების საკითხი ონლაინ რეჟიმში, განსაკუთრებით ამჟამინდელი რისკების გათვალისწინებით. ვიმედოვნებ, რომ ეს კამპანია გაზრდის ცნობიერებას იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილებთან საუბარი ონლაინ უსაფრთხოების შესახებ, ამასთან, დაეხმარება მშობლებს მსგავსი საუბრების წამოწყებაში“, — ამბობს უჩე იზიაგვუ, BBH-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.














