Tesco–მ წელს, გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, საშობაო ასორტიმენტიდან ამოიღო 20 მილიონზე მეტი ერთჯერადი პლასტიკური ნაწარმი – მათ შორის კრეკერის, განათების და პუდინგის შეფუთვა.
საცალო ვაჭრობამ ასევე აღმოფხვრა გლიტერების (ბრჭყვიალების) გამოყენება ყველა პროდუქტსა და შეფუთვაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქაღალდის შესაფუთი, სასაჩუქრე ჩანთები და ბარათები ახლა ფართოდ გადამუშავებადია.
”ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია ჩვენს მაღაზიებში პლასტმასის რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება და ყველაფრის გადამუშავების უზრუნველყოფა. შობა არ წარმოადგენს გამონაკლისს და გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომხმარებლებს უფრო მდგრადი დღესასწაულები ჰქონდეთ.” – სარა ბრედბერი, Tesco-ს ხარისხის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საცალო მოვაჭრეებს დაუწესდებათ კონტროლი, ახალი გადასახადი პოლიეთილენის შეფუთვაზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ ზღვარს – გადამუშავებადი ნივთიერების მინიმუმ 30%-იან შემცველობას.
Tesco-ს გადაწყვეტილებას და სამომავლო მიზნებს საზოგადოებისგან დადებითი რეაქცია მოჰყვა. ნინა შრანკმა, Greenpeace-ის კამპანიის წარმომადგენელმა, Tesco-ს კიდევ უფრო მეტი ამბიციის გამოვლენისა და ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.