in

ორცხობილებით მოყოლილი ამბავი სევდაზე, რომელიც შობას ახლავს თან

BOG
BOG

შობას ყველაზე ბედნიერ თვალებს, ალბათ, ბავშვებში დაინახავთ, რომლებსაც სურვილების ასრულებისა და ჯადოსნობის მთელი გულით სწამთ. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ეს ემოციები თვალშისაცემი ნაკლებად ხდება… მიუხედავად ამისა, ჩვენში მაინც ცოცხლობს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ეს მოგონებები შეგვიქმნეს და დაგვაჯერეს, რომ შობას სასწაულები ხდება. 

სანტაზე მეტად აქ მთავარ როლს ბებია-ბაბუები ასრულებენ, რომლებიც საოჯახო ტრადიციას გვაზიარებენ, ხან ნაძვის ხის ერთად მორთვას გვთავაზობენ, ხანაც კი საშობაო ორცხობილების გამოცხობას. ხოლო, როცა აღარ არიან, ემოციების სახით ცხოვრობენ ჩვენში და საშუალებას არ გვაძლევენ, ჩვენი ბავშვობის ძველი ჯადოსნური ამბები დავივიწყოთ… მათი არყოფნა კი თითქოს ყველაზე მეტად შობის დღესასწაულზე იგრძნობა და ამ ამბავს ეძღვნება Tesco-ს საშობაო კამპანიაც. 

გადაწყვიტა, რაღაც ჯადოსნობაზე და ზღაპრებზე კი არა, უფრო რეალურ, ემოციურ ამბებზე ელაპარაკა და სამწუთიანი ფილმით გარი გაგვაცნო — მისი ბავშვობის ჯადოსნური გმირი ბებია გახლდათ, ხოლო საოჯახო ტრადიცია, ორცხობილებით სახლის აშენება. ემოციები იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერს ბავშვობის მოგონებების ფორმას სძენს. სწორედ ამიტომ ვხედავთ ადამიანებს, თევზებს, სხვა ფიგურებსა თუ ფორმებს ორცხობილის სახით. ტრადიციაც გრძელდება, რადგან ბაბუა კვლავ გარის გვერდითაა:

Tesco-ს საშობაო კამპანიაზე BBH London-მა იმუშავა.

Best Friday – iSpace-ში „შავი პარასკევის” შეთავაზებები უკვე დაიწყო

2024 წელს CO2-ის ემისიების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — რას ნიშნავს ეს კაცობრიობისთვის?