in

Tesla-ს ახალი შეთავაზება – ყოველთვიური $199-ის სანაცვლოდ სრულად თვითმავალი ელექტრომანქანა!

სისტემა ამჟამად ბეტა ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი

veon
veon

ელექტრო მანქანების მწარმოებელი Tesla კვლავ ახალ შესაძლებლობებს ხსნის – ამჯერად ის მომხმარებლებს სრულად თვითმართვადი ფუნქციის განბლოკვას სთავაზობს. ტესლას ვებგვერდის თანახმად, ამისათვის თვეში 199 აშშ დოლარის ოდენობის გადახდაა საჭირო.

“სრული თვითმავლობის შესაძლებლობებით (FSD) მეტად სრულყოფილ მახასიათებლებზე გექნებათ წვდომა, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ უფრო აქტიური მეთვალყურეობა, პროაქტიული ხელმძღვანელობა გაგიწიოთ და მართვაში დაგეხმაროთ” – განმარტავს კომპანია.

ტესლას FSD სისტემა, რომელმაც ივლისში მიიღო განახლება და ჯერ კიდევ ბეტა რეჟიმშიც მუშაობს, მომხმარებლებს აქტიურად ეხმარება მართვის კონტროლში. ამასთან, უმოკლეს დროშია შესაძლებელი ავტონომიური რეჟიმიდან მართვის კვლავ საკუთარ თავზე აღება.

გარდა სააბონენტო პაკეტისა, FSD სისტემის შეძენა 10 000 დოლარადაა შესაძლებელი.

კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის სააბონენტო მომსახურების ახალ გეგმაზე განახლება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. ამასთან, ტესლა განმარტავს, რომ სახელის მიუხედავად, $2 388 წლიური გადასახადი არ უნდა აღვიქვათ, როგორც აბსოლუტურად თვითმართვადი მანქანის ყოლის შესაძლებლობა, რომელსაც სრულად მივენდობით.

“ამჟამად არსებულ მახასიათებლებს ძალიან ყურადღებიანი მძღოლი, რომელიც მუდამ მზად არის მანქანის კონტროლის საკუთარ თავზე ასაღებად”. 

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი ცნობილია

„საქართველოს ბანკისა“ და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს