in

Tesla ომში წასულ უკრაინელ თანამშრომლებს 3-თვიან ანაზღაურებას მისცემს

როგორც ჩანს, ილონ მასკი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს უკრაინის მიმართ… Tesla-ს უკრაინელი თანამშრომლები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი ხალხის დაცვა სურთ, მინიმუმ სამთვიან ანაზღაურებას მიიღებენ. სამი თვის შემდეგ კი კომპანია ხელახლა შეაფასებს მდგომარეობას — რით შეიძლება დაეხმაროს საბრძოლველად წასულ თანამშრომლებს.

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ SpaceX უკრაინას Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის მიწოდებაში დაეხმარა. ასევე, Tesla Energy-ს გუნდმა შეკრიბა და უზრუნველყო ლითიუმ-იონური ბატარეის ენერგიის შესანახი სისტემები, რომლებიც ცნობილია როგორც Tesla Powerwalls. ეს უკანასკნელი Starlink-ის აღჭურვილობის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

ტესლას თანამშრომლებმა ინვერტორები და დამტენი კაბელები გამოიყენეს, რომლებიც უშუალოდ კომპანიისგან იყო მოწოდებული. Tesla-ს ახალ ქარხანაში, რომელიც ბერლინთან ახლოს მდებარეობს, ჯართისგან AC კაბელებიც დაამზადეს.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla უკრაინაში არ მუშაობს, კომპანიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მისი ავტომობილის, დაახლოებით, 5 000 მფლობელი იმყოფება. მათ და სხვა ელექტრომობილების მძღოლებს კი შეუძლიათ, უფასო დამუხტვის სერვისი მიიღონ პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის სპეციალურ სადგურებზე.

ტესლასთან ერთად, ავტომწარმოებლებმა, როგორიცაა General Motors და Ford, ომის დაწყებიდან მალევე შეაჩერეს რუსეთში თავიანთი ბიზნესი. 2 მარტს კი Stellantis-მა დამხმარე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც კომპანიის 71 თანამშრომლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მონიტორინგზე იზრუნებს.

უკრაინელი ხელოვანები ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს აშენებენ

ლაბორატორიული ხორცის უმრავლესობა ნამდვილ სისხლს შეიცავს