2019 წლისთვის შეიქმნება ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც Tesla-ს ელექტრომობილების მართვა სმარტფონით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე Tesla-ს დამფუძნებელმა – ილონ მასკმა დაწერა.
მისი სიტყვებით, ფუნქცია Advanced Summon, რომელიც თავსებადი იქნება ყველა Tesla-ს ავტომობილთან, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოვიდა, შესაძლებელს ხდის ავტომობილის დისტანციურ მართვას სმარტფონის მეშვეობით, თუ ის მხედველობის არეშია. ეს ახალი ფუნქცია, „ტესლას“ ახალ ავტომობილებში უახლოესი 6 კვირის განმავლობაში გაჩნდება.


მასკი აღნიშნავს, რომ ავტომობილები გაჰყვებიან პატრონებს, როგორც შინაური ცხოველები, თუ პატრონები გამოიძახებენ მათ.










