in ,

Tesla-ს ჩათვლით, AI-ს შექმნაზე მომუშავე ნებისმიერ ორგანიზაციას რეგულირება სჭირდება – ილონ მასკი

Lenovo
Lenovo

Tesla-სა და SpaceX-ის CEO-მ, ილონ მასკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეგულაციებია საჭირო. მის ახალ ტვიტში ვკითხულობთ, რომ Tesla-ს ჩათვლით, AI-ს შექმნაზე მომუშავე ნებისმიერ ორგანიზაციას რეგულირება სჭირდება.

ტვიტით მასკმა OpenAI-ს უპასუხა. OpenAI არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიცაა იკვლიოს ხელოვნური ინტელექტის სარგებელი ფართე საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწერებით და არა მხოლოდ კონკრეტული, ვიწრო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

https://twitter.com/elonmusk/status/1229546793811226627?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1229546793811226627&ref_url=https%3A%2F%2Ffuturism.com%2Fthe-byte%2Felon-musk-ai-regulation-tesla

ერთი მხრივ, შესაძლოა გასაკვირია, რომ მასკმა საკუთარი კომპანიის რეგულირების საჭიროებას გაუსვა ხაზი. თუმცა, ეს მოსაზრება ემყარება მის ძირითად დამოკიდებულებას, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. ის ხშირად საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და ფუნქციონირებას უკავშირდებოდეს. უფრო კონკრეტულად, მისი აზრით, სულ უფრო დამოუკიდებელი ხელოვნური ინტელექტის შექმნა ადამიანების ცივილიზაციას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროცესი უნდა რეგულირდებოდეს როგორც ადგილობრივი სამთავრობო უწყებების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

“ნიკო ნიკოლაძის კვალდაკვალ” – “ჯეპრას” საგანმანათლებლო პროექტი

ლუკა ბუსკივაძე, სრული დაფინანსებით, Vanderbilt-ის უნივერსიტეტში ისწავლის