in

Tesla Bot, როგორც ჰუმანოიდი თანამშრომელი — ვიდეო

უკვე რამდენიმე წელია, Tesla თავის ჰუმანოიდ რობოტებზე მუშაობს — სახიფათო, განმეორებადი და მოსაწყენი დავალებების შესასრულებლად წვრთნის. აქ ძირითადად ფიზიკურად დატვირთული საქმე იგულისხმება, რომელსაც უმეტესად ქარხნებში ვაწყდებით. ახლა კი კომპანიამ განაცხადა, რომ ავტონომიური და საავტომობილო სისტემების საფუძვლიანი გამოცდილება აღნიშნულ რობოტებს უნიკალურ შესაძლებლობებს ანიჭებს.

ტესლა ამ ანდროიდებს ორი სახელით მოიხსენიებდა: „ტესლა ბოტი“ და „ოპტიმუსი“. ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში სწორედ მათი პროგრესია ნაჩვენები — ოდნავ შემაშფოთებელ კადრებში ავტომწარმოებელი ოფისში ხუთ რობოტს უშვებს. ისინი დავალებების მთელ რიგს ასრულებენ, როგორიცაა ნივთების აღება, სხვაგან გადატანა და დალაგება. ერთ-ერთ სცენაში Tesla Bot ძრავის ბრუნვის კონტროლის უნარსაც ავლენს.

ამავე კადრებიდან ირკვევა, რომ ჰუმანოიდ რობოტს გარემოს დამახსოვრება შეუძლია, ნავიგაციას კი სივრცეში განლაგებული მწვანე წერტილების გამოყენებით ახერხებს. ცხადია, მისი მოძრაობები ჩვენსას ჰგავს, რადგან წრთვნაში სწორედ ადამიანები ეხმარებოდნენ, თუმცა სიარულის მანერა ჯერ კიდევ დასახვეწია.

როგორ ნერგავს მონაცემთა საცავებს ორგანიზაციებში 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი „დატამაინდი“

4 შეცდომა, რომლებსაც მარტოსული ადამიანები უნდა ერიდონ