in

Tesla-მ შედარებით დაბალფასიანი მოდელები გამოუშვა

Tesla-მ მოდელების Model X და Model S იაფიანი ვერსიები გამოუშვა. ახალ ვერსიებს 75 კვტ-იანის ნაცვლად, 100 კვტ-იანი ბატარეები აქვთ. Mashable-ის ცნობით, Model S-ის შეძენა, 498 კილომეტრიანი უზრუნველყოფით, ახლა $85.000-დ არის შესაძლებელი. Model X-ის ყიდვა, რომელსაც ერთ დამუხტვაზე 434 კმ-ის გარბენა შეუძლია, 88.000 დოლარად შეგიძლიათ. თუმცა 100კვტ-იანი მოდელების შეძენა კვლავაც იქნება შესაძლებელი. უბრალოდ, მას გაუმჯობესებული მონაცემები და 8.000 დოლარით მეტი ეღირება. ცვლილებაა დასახელებაშიც – ამ მოდელებს სახელწოდებაში Extended Range დაემატება.

BOG
BOG

შედარებით სწრაფი მოდელები, რომლებსაც Model S და Model X P100D სახელებით ვიცნობდით, ახლა Model S და X Performance-ად იწოდება. ფასები კი S-ისთვის $112.000, ხოლო X მოდელისთვის $117.000 იქნება.

ფასები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ილონ მასკმა ყველაზე იაფიანი მოდელების S და X გაყიდვა შეაჩერა და 75 კვტ სიმძლავრის ბატარეაც ამოიღო წარმოებიდან. ცვლილებები ემსახურება “ტესლას” წარმოების გამარტივებას. შეგახსენებთ, სექტემბერში კომპანიამ ფერების ასორტიმენტი ხუთამდე დაიყვანა, ხოლო ამ თვის დასაწყისში “ტესლამ” საწარმოო ძალებიც შეამცირა.

“ბუდეები მისამართებით” – ჩიტების დამცავი კამპანია

2019 წელს სვანური კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება