Tesla მომდევნო თაობის Full Self Driving (FSD) მოდელის რამდენიმე ახალ ფუნქციას წარადგენს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, რომ ბეტა ვერსია, მხოლოდ გამოცდილი და ფრთხილი მძღოლებისთვისაა.
https://twitter.com/elonmusk/status/1315616137464307718?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1315616137464307718%7Ctwgr%5Eshare_3&ref_url=https%3A%2F%2Fmashable.com%2Farticle%2Ftesla-fsd-beta%2F
როგორც ჩანს, FSD-ს აბსოლუტურად განსხვავებული და ახალი შესაძლებლობები ექნება, რადგან დაახლოებით, 1 თვის წინ, თავად ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სერიოზული ნახტომი:
„საუბარია ფუნდამენტურ არქიტექტურულ ცვლილებებზე და არა რიგით განახლებებზე“.
ახალი ბეტა ვერსია 20 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და ისიც მხოლოდ წინასწარ შერჩეული, ძალიან გამოცდილი მძღოლებისთვის – როგორც ილონ მასკი ამბობს, ის აბსოლუტურად არ საჭიროებს ჩარევას. ანუ Tesla, ავტომატური მართვით, თავად იმოძრავებს, მძღოლი კი საჭეს დაიჭერს და დააკვირდება ამ პროცესს.












