ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla თავის ხედვას აფართოებს და ამჟამად ახალ კონცეფციაზე მუშაობს, სახელწოდებით Giga Lab. კომპანიის თქმით, ჩინეთში აგებული მაღაზია Shanghai Gigafactory-ის მსგავსი იქნება და ტესლას ავტომობილების წარმოების პროცესს წარმოაჩენს.
მართალია, კომპანია წლების წინ გაფართოვდა მაღალკონკურენტუნარიანი ელექტრომობილების ბაზარზე, განსაკუთრებით ჩინეთში, მაგრამ ახლა მას ძალიან ბევრი რეალური კონკურენტი ჰყავს. ამიტომაც სურს, დაინტერესება მეტად გაზარდოს აზიის ელექტრომანქანების გადატვირთულ ბაზარზე… Giga Lab-ის შემთხვევაში კი ბრენდი ავტომობილების მოყვარულებს საშუალებას მისცემს, Tesla Model 3-ის დამზადების პროცესს უყურონ და იმერსიულ გამოცილებაში ჩაერთონ. რობოტი მკლავი 45 წამში აწყობს სხვადასხვა პანელს Tesla Model 3-ის ჩარჩოზე, რათა მომხმარებლებმა უკეთ აღიქვან, როგორ მზადდება პოპულარული ავტომობილი.

ამავდროულად, კომპანია გამოფენს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილებსა და ბატარეებს. იმედოვნებს, რომ ამ გზით გაზრდის ინტერესს მისი მოდელების მიმართ.












