in

Tesla-მ ამჯერად ნამდვილი რობოტი წარადგინა!

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Tesla AI Day 2022 დიდი მოლოდინებით დაიწყო, რომ მათ დიდი გზა გაიარეს, შემდეგ კი განზე გადგნენ, რათა რობოტი სცენაზე ხელახლა გამოსულიყო…

როგორც გასულ წელს, ეს რობოტის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი არ ყოფილა. Tesla-მ ამჯერად მოქმედი რობოტი წარმოგვიდგინა, თუმცა ღია კაბელებითა და ოდნავი რხევით. მასკის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ყოველგვარი მხარდაჭერის, ამწეების, მექანიზმებისა და კაბელების გარეშე იმუშავა. პრეზენტაციაზე რობოტის პატარა ვიდეოებიც აჩვენეს, მაგალითად, როგორ ატარებდა რობოტი ყუთს ოფისში, როგორ რწყავდა მცენარეებს და როგორ წევდა რკინის პატარა ნაჭერს Tesla-ს ქარხანაში. 

მსგავსად, კომპანიას არსებული პროგრესის ჩვენება სურდა, უნდოდა ეჩვენებინა, თუ საით მიდის Tesla, გაეძლიერებინა თავისი ტრაექტორიის თავდაჯერება და დაექირავებინა ის ტალანტი, რომელიც მათ მომავალი პროექტებისთვის სჭირდებათ. 

როგორც განაცხადეს, Bumble C-ის პირველი თაობის პროტოტიპი Optimus-ად გადაიქცევა, შეძლებს ეფექტურად სიარულს, ბალანსირებას, 10 კილომდე ტვირთის გადატანასა და ხელსაწყოების გამოყენებას. Bumble C-ის პროტოტიპი 2.3 კილოვატ-საათიანი ბატარეითაც არის აღჭურვილი, რაც მთელი დღით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. 

წინა წელთან შედარებით კი, ბოტის რამდენიმე მახასიათებელი შეიცვალა, მაგალითად, წონა 56 კილოდან 72-მე გაიზარდა. კომპანიის თქმით, ბოტისთვის თავისივე ენერგეტიკულ პროდუქტებს იყენებენ. სუპერკომპიუტერი, რომელიც ტესლას მანქანებში გამოიყენება ტესლას ბოტშია მოთავსებული. კომპანია კი იყენებს პროგრამებს, რომლებიც Autopilot ბოტისთვისაც გამოიყენება. ამასთან, უსადენო კავშირითაა აღჭურვილი, აუდიო მხარდაჭერა აქვს და უსაფრთხოების ფუნქციები, რაც მნიშვნელოვანია როგორც რობოტების, ისე მათ ირგვლივ არსებული ადამიანების დასაცავად. 

აქ კი უკვე შემდეგი კითხვა ჩნდება, მსგავსად, მივიღებთ თუ არა მასშტაბურ რობოტს, რომელიც ნამდვილად მუშაობს. რა თქმა უნდა, მასკი ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია და მის სავარაუდო ღირებულებად 20000 დოლარსაც კი ასახელებს. 

ჩვენ Optimist-ს ქარხანაში ძალიან მარტივი ტესტირებებით დავიწყებთ, ახლა გვინდა, რომ ძირითადმა ჰუმანოიდმა კარგად იმუშაოს, ამიტომ, ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ უსწრაფესი გზა გამოსადეგი ჰუმანოიდი რობოტის მისაღებად, — განმარტავს მასკი. 

„უბრალო“ ნივთების მრავალი კუთხით წარმოჩენის ხელოვნება — MacGuffin

რა შემთხვევაში იმოქმედებს ფრილანსერებისთვის “მცირე ბიზნესის” სტატუსი (1%-იანი საშემოსავლო გადასახადი) საქართველოში? რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ