25
Sep
2018

Tesla-ს ახალ გასაღებს Model 3-ის ფორმა ექნება! – UPDATE

25 Sep 2018

veon
veon


Tesla-ს განსხვავებული რაღაცების კეთება უყვარს. ამჯერად, კომპანიამ ავტომობილისთვის განსხვავებული გასაღების შექმნის შესახებ განაცხადა. უკვე მივეჩვიეთ – როდესაც “ტესლა” რაღაცას აანონსებს, არ უნდა ველოდოთ სტანდარტულ პროდუქტს. მართლაც, ახალი გასაღები Model 3-ის მინიატურული ანალოგი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, Model 3-ის მფლობელებს მანქანის დაქოქვა სმარტფონით ან სპეციალური ბარათით შეეძლოთ.

გასაღები უკვე აქვს Model S-ს, თუმცა რაკი ის ჰაკერებისთვის მისაწვდომი აღმოჩნდა, Model 3-ის შემთხვევაში, დამატებითი დაცვის სისტემა დაამატეს, PIN კოდით, რაც კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოვა ავტომობილის ფორმის გასაღები.

განხილვა