Tesla-ს ხედვა ტრანსპორტის მომავლის შესახებ თვითმართვადი მანანების იდეაზე ბევრად შორს მიდის. ავტომწარმოებელი მუშაობს რობოტაქსის შექმნაზე, რომელსაც ადამიანების ავტონომიურად გადაადგილებასთან ერთად, საკუთარი თავის დასუფთავებაც შეუძლია.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სახელწოდებით „გარემო პირობების კონტროლი დახურულ სივრცეებში“, განხილულია მრავალმხრივი მიდგომა მანქანის სალონში სანიტარული პირობების დასაცავად. Tesla გვთავაზობს ულტრაიისფერი სინათლისა და სადეზინფექციო ორთქლის გამოყენებას ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. რობოტაქსებში განთავსდება ულტრაბგერითი სენსორები და ვიდეოთვალები, რათა დასუფთავების დროს შიგნით მგზავრი ან ნივთი არ დარჩეს.
Tesla-ში მიაჩნიათ, რომ დასუფთავების ამჟამინდელი მეთოდები შრომატევადი და არათანმიმდევრულია, თანაც მიკრობებს სრულად ვერ ანადგურებს. ავტომატიზებულ სისტემას კი სანიტარული პირობების უფრო სრულყოფილი დაცვა შეუძლია, განსაკუთრებით ტაქსიში, რომელშიც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ხვდება.
ჯერჯერობით აღნიშნული მეთოდი მხოლოდ იდეის სახით არსებობს, თუმცა, როგორ ამბობენ, Tesla ამ საკითხზე აუცილებლად იმუშავებს. ამასთანავე, კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა წინაშე დგას. მაგალითად, უნდა გამოიკვლიონ სადეზინფექციო საშუალებების ეფექტურობა სხვადასხვა პათოგენის წინააღმდეგ. ასევე, უსაფრთხოების პოტენციური რისკები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, გარკვეული პრობლემები გამოვლინდეს თვითმწმენდავი მექანიზმების პრაქტიკულობის კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ სასურველია რობოტაქსი სუფთა და მოწესრიგებული იყოს, უმთავრეს პრიორიტეტად მაინც საიმედოობა და უსაფრთხო მგზავრობა რჩება.