Tesla კი სახელგანთქმული ელექტრო მანქანების მწარმოებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხი ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაშიც შეაბიჯა — ილონ მასკმა „ყველაზე ძვირადღირებული ლიქიორი“ გამოუშვა, 450-დოლარიანი მესკალი, რომელიც ელვის ფორმის შუშის ბოთლში მოათავსა. ციტრუსისა და მწვანე ვაშლის ნოტების დელიკატურ ბალანსს სთავაზობს მომხმარებლებს, მესკალისთვის ჩვეული კვამლისებრი არომატით.
ისიც უნდა ითქვას, რომ ალკოჰოლურ ინდუსტრიაში ეს ტესლას პირველი პროდუქტი არ არის — 2020 წელს 250-დოლარიანი Tesla Tequila გააცნეს მომხმარებლებს, რასაც 2023 წელს CyberBeer მოჰყვა. დიდი ინტერესი დაიმსახურა და გამოშვებიდან ყველა მალევე გაიყიდა. ამიტომ, ფიქრობენ, რომ მესკალიც ამ ბედს გაიზიარებს და Tesla-ს გულშემატკივრების საკოლექციო ნივთი გახდება.
საინტერესოა, რას იზამენ სხვა ავტომწარმოებლები, ტესლას პროდუქტს სამაგალითოდ გაიხდიან თუ მასკის კიდევ ერთ სიგიჟედ ჩათვლიან. მანამდე კი შეგიძლიათ, Tesla-ს „ყველაზე ძვირიანი“ მესკალი აი, ამ ბმულიდან შეუკვეთოთ…